Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოსამართლეთა დანიშვნის კანონპროექტის მე-2 მოსმენაზე დაბრუნების საფუძველი არ არსებობს - კობახიძე

24 აპრილი, 2019 16:48

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებას გამოეხმაურა. კობახიძის კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

„ჩვენ გავწერეთ კანონპროექტი, რომელიც ეფუძნება საერთო ინტერესს - საერთო ინტერესი არის მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი ადამიანების შერჩევა უზენაესი სასამართლოსთვის და ეს კანონპროექტი ადგენს უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურას, რომელსაც არ აქვს ანალოგი არცერთ ევროკავშირის ქვეყანაშიც კი. შეუძლია, ნებისმიერს, გადაამოწმოს ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების კანონმდებლობა, პრაქტიკა და გამოცდილება. არსად ამის მეათედიც კი არ არის გაწერილი. აქედან გამომდინარე, პროცესის შეჩერების არავითარი საფუძველი არ არსებობს, პირიქით, ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი მოტივაცია იმისა, რომ საბოლოოდ მივიღოთ ეს კანონი, იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს პროცესი, რომლის საბოლოო შედეგი იქნება მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ოპონენტების მოთხოვნასაც, რომ კანონპროექტი მეორე მოსმენაზე უნდა დაბრუნდეს.

„ამის საფუძველი არ არსებობს, იმიტომ, რომ კანონპროექტი არის მაქსიმალურად დახვეწილი და ასახავს იმ ინტერესს, რასაც ჰქვია მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი კადრებით უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების ინტერესი. არის მაქსიმალურად დახვეწილი, თუ ერთი ოპონენტი მაინც მოიტანს ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის მაგალითს, სადაც ამის მეათედი მაინც არის გაწერილი, მაშინ ჩვენ შეიძლება დავაბრუნოთ მეორე მოსმენაზე ეს კანონპროექტი. ევროკავშირის ვერცერთი ქვეყნის ვერცერთ მაგალითს ვერ მოგვიყვანთ, სადაც ამის მეათედიც კი არის გაწერილი. ეს არის ყველაფრის ნათელი დასტური“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

იურისტების ჯგუფი პარლამენტთან საპროტესტო აქციას აანონსებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

25 მაისი
25 მაისი

აღაიანის ტრაგედია - PHR “რუსთავი 2-ს” მო ...

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“  იცავს აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობა ...
25 მაისი
25 მაისი

ჭიათურაში აქციას ტყიბულელი მეშახტეები შე ...

რამდენიმე წუთის წინ ჭიათურაში მიმდინარე აქციას ტყიბულელი მეშახტეები შეუერთდნენ. მათ ჭიათურელ მაღაროელებს სოლიდ ...
25 მაისი
25 მაისი

ვიდეო: როგორ იმოძრავებენ ავტომანქანები 2 ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 26 მაისის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძ ...
^