Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იურისტების ჯგუფი პარლამენტთან საპროტესტო აქციას აანონსებს

24 აპრილი, 2019 16:54

„დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ მიიღოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტი, რომელიც, მათი შეფასებით, არ ითვალისწინებს საერთაშორისო საზოგადოებისა და სამოქალაქო სექტორის უმთავრეს რეკომენდაციებს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აძლევს თავისუფლებას ფარული კენჭისყრით, დასაბუთების გარეშე, თავისი შეხედულებისამებრ დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო. 

„ამავდროულად მოუწოდებს პარლამენტს, მიიღოს რეზოლუცია სასამართლოში კლანური მმართველობის თაობაზე და დაიწყოს მუშაობა საკანონმდებლო მექანიზმებზე, სასამართლოს მართვიდან კლანის ჩამოცილების მიზნით. 

სასამართლოს დამოუკიდებლობა თითოეული ჩვენგანის თავისუფლების გარანტიაა. სამწუხაროდ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა ვერ მოხერხდა. სასამართლოს სისტემას იგივე ჯგუფი მართავს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იღებდა და ასრულებდა დაკვეთებს, პოლიტიკურ მორჩილებაში ამყოფებდა სასამართლოს.

სასამართლოში კლანური მმართველობის უვადო დაკანონება საფრთხეს უქმნის თითოეული მოქალაქის უფლებას დამოუკიდებელ და სამართლიან სასამართლოზე, ქვეყნის მშვიდობიან და დემოკრატიულ განვითარებას და აზრს უკარგავს იურისტების პროფესიას“, - ნათქვამია განცხადებაში. 

„დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი“ მოუწოდებს საზოგადოებას,  25 აპრილს პარლამენტის უკან 1-ელ საათზე დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ. 

განცხადებას ხელს აწერენ:

კახა წიქარიშვილი, კახა კოჟორიძე, ანა ნაცვლიშვილი, მაია ბაქრაძე, ბესიკ სისვაძე, ლია მუხაშავრია, უჩა ნანუაშვილი, თამარ ლალიაშვილი, ირაკლი კორძახია, დიმიტრი ხაჩიძე, ხათუნა გრიგალაშვილი, ირაკლი გაბრიჩიძე, დავით მჟავანაძე, სანდრო ზამბახიძე.

მოსამართლეთა დანიშვნის კანონპროექტის მე-2 მოსმენაზე დაბრუნების საფუძველი არ არსებობს - კობახიძე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

25 მაისი
25 მაისი

აღაიანის ტრაგედია - PHR “რუსთავი 2-ს” მო ...

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“  იცავს აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობა ...
25 მაისი
25 მაისი

ჭიათურაში აქციას ტყიბულელი მეშახტეები შე ...

რამდენიმე წუთის წინ ჭიათურაში მიმდინარე აქციას ტყიბულელი მეშახტეები შეუერთდნენ. მათ ჭიათურელ მაღაროელებს სოლიდ ...
25 მაისი
25 მაისი

ვიდეო: როგორ იმოძრავებენ ავტომანქანები 2 ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 26 მაისის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძ ...
^