Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო► სომეხთა გენოციდის აღიარების მოთხოვნით თურქეთის საელჩოსთან აქცია გაიმართა

24 აპრილი, 2019 17:33

თბილისში ეთნიკურმა სომხებმა 1915 წლის 24 აპრილს დაწყებული სომეხთა მასობრივი მკვლელობების, დაპატიმრებისა და გადასახლების დღე აღნიშნეს, რომელსაც ქვეყნების ნაწილი სომეხთა გენოციდის დღედ აღიარებს.

თურქეთის საელჩოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა გააპროტესტეს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივი მკვლელობა და მსოფლიო თანამეგობრობას სომეხთა გენოციდის აღიარებისკენ მოუწოდეს.

აქციის მონაწილის აშოტ კარაპეტიანის თქმით, თურქეთის საელჩოსთან შეკრებით მათ სურთ, აჩვენონ, რომ ხალხს გენოციდი არასდროს დაავიწყდება.

„ჩვენი აქ შეკრების მიზეზია იმის დემონსტრირება, რომ გენოციდი არ დაუვიწყებიათ და არც არასდროს დაივიწყებენ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგს ეგონა, 100 წელი გავა და აღარავის ემახსოვრებაო. არადა, ვხედავთ აქ 104-ე წლისთავზე შეკრებილ ხალხს“, - უთხრა „ლიბერალს“ აშოტ კარაპეტიანმა.

აქციის პარალელურად, თურქეთის საელჩოსთან, თავად საელჩოს ორგანიზებით, თურქ ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაც გაიმართა, რამაც აქციის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია. ორი აქცია პოლიციამ კორდონით გაყო.

აქციის მონაწილის გიორგი თუმასიანის თქმით, სომხებისთვის ამ ტრაგიკულ დღეს საქართველოს ხელისუფლებას თურქეთის საელჩოსთვის საზეიმო ღონისძიების გამართვის უფლება არ უნდა მიეცა.

„დღეს გადაწყვიტეს, რომ 24 აპრილს, იმ დროს, როდესაც ჩვენ ვიხსენებთ მილიონ-ნახევარ მოკლულ ადამიანს, მათ ჩართეს მხიარული სიმღერები და ცდილობდნენ პროვოცირებას. ჩვენთვის ეს არის მიუღებელი. ტერმინოლოგიის მიუხედავად, მილიონ-ნახევარი ადამიანის მკვლელობა არ არის სასაცილო მოვლენა. ნათლად ვეუბნებით საქართველოს ხელისუფლებას, რომ ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს“, - უთხრა „ლიბერალს“ გიორგი თუმასიანმა.

ისტორიული წყაროებით, სომხების აჯანყების შემდეგ, ოსმალურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დაესაჯა ეთნიკური სომხები, რომლებიც განუდგნენ მათ სახელმწიფოს. 1915 წლის 24 აპრილს კონსტანტინოპოლში 250-მდე სომეხი ინტელექტუალი და სომხური დიასპორის მეთაური დააპატიმრეს. ამას მოჰყვა ეთნიკურად სომხების მასობრივი მკვლელობები, დაპატიმრება და გადასახლება, რაც დაახლოებით 3 წელი გაგრძელდა. ამის გამო, მოგვიანებით, სომხეთმა 24 აპრილი სომეხთა გენოციდის დღედ დაასახელა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^