Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩვენთვის ბატონი ჯიბღაშვილი არის ჩვეულებრივი ბრალდებული - შს მინისტრის მოადგილე

24 აპრილი, 2019 17:53

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის საქმეზე განაცხადა, რომ ის არის ჩვეულებრივი ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება კი განპირობებული იყო პირის მიმართ ინდივიდუალური პიროვნული მახასიათებლების, წარსული ნასამართლეობის გათვალისწინებით. 

„ჩვენთვის ბატონი ჯიბღაშვილი არის ჩვეულებრივი ბრალდებული, რომლის მიმართაც არსებობს დანაშაულის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდი, რის გამოც სწორედ შსს-მ დააკავა ის ბრალდებულის სახით. პროკურატურამ მას წაუყენა ბრალი, შემდეგ მოითხოვა კონკრეტული აღკვეთის ღონისძიება, რომელიც, რატომღაც, სამწუხაროდ, საზოგადოებას ხშირად ერევა სასჯელში.

აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება პირის მიმართ ინდივიდუალურად პიროვნული მახასიათებლების, წარსული ნასამართლობისა და ა.შ. არ ვცდილობ არაფრის ახსნას, მაგრამ ვცდილობ, იურიდიული პროცედურები განვმარტო, რათა ამ საკითხში მეტი სიცხადე შემოვიტანო,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

________________

დღეს პატია „გირჩმა“ გაავრცელა განცხადება. მათ ლევან ჯიბღაშვილის საქმეზე პროკურატურას და სასამართლოს მიმართეს. 

2. პროკურატურისგან გვაინტერესებს იმავე ჯგუფის, იმავე ან ნაკლები ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობის გამო (260-ე მუხლი) ბრალდებული პირების წინააღმდეგ რამდენჯერ იყო მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში?

3. სასამართლოსგან გვაინტერესებს, იმავე ჯგუფის იმავე ან ნაკლები ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის, რამდენ პირს შეეფარდა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში?

4. სასამართლოსგან გვაინტერესებს, იმავე ან ნაკლები ოდენობის იმავე ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის რამდენ ადამიანს მიესაჯა ბოლო ერთი წლის განმავლობაში პატიმრობა?

5. სასჯელ აღსრულების სამინისტროსგან გვაინტერესებს რამდენი ადამიანი იხდის დღეს სასჯელს იმავე ჯგუფის, იმავე ან ნაკლები ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის?

ჩვენ ვთვლით რომ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა აუცილებელია, იმისთვის რომ გამოვრიცხოთ შერჩევითი სამართლიანობის საფუძვლიანი ეჭვი ამ საქმეში, მით უმეტეს არსებობს ინფორმაცია, რომ დაზარალებული დაკავებისას ითხოვდა დახმარებას მაღალი თანამდებობის პირისგან, ქალაქის მერისგან." - ნათქვამია გირჩის განცხადებაში. 

"გირჩი" ჯიბღაშვილის საქმეზე სასამართლოს და პროკურატურას მიმართავს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^