ე.წ. უდოს კომისიამ ვანო მერაბიშვილს უარი უთხრა პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე. გადაწყვეტილება კომისიამ 11 აპრილს მიიღო.
პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის ოქმის მიხედვით, პატიმრობის კოდექსის თანახმად, ამავე საკითხზე შუამდგომლობის ხელახალი განხილვა შესაძლებელია 6 თვის შემდეგ.
მერაბიშვილს გათავისუფლება 2020 წლის მარტში უწევს.
.საქმეები, რომელშიც მსჯავრდებულია:
- „აკურას“ ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის საქმე - 2 წელი და 3 თვე;
- სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების გადამალვა - 3 წელი;
- აქციის დარბევა 2011 წლის 26 მაისს - 4 წელი და 6 თვე;
- მითვისება-გაფლანგვა და ამომრჩევლის მოსყიდვა - 5 წელი;
- ვალერი გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება - 6 წელი და 9 თვე.
მას შთანთქმის პრინციპიდან, ამინისტიიდან გამომდინარე, 6 წელი და 9 თვე აქვს მისჯილი.