Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„პუტინს არ ვძულვართ, მან კიდევ დაგვინდო" - ემზარ კვიციანი

24 აპრილი, 2019 21:03

„არა მგონია, პუტინს თვითონ სძულდეს ქართველები, თქვენ გეცოდინებათ, როგორი დაბომბვები იციან რუსებმა, და რომ არ გამოიყენეს ეს, რაღაცნაირად დაგვინდეს კიდევ" - ამბობს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, ემზარ კვიციანი გადაცემაში „მძიმე კაცთან".

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაიღუპა ქართული არმიის 170 ჯარისკაცი, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი. 

ემზარ კვიციანი დეპუტატის მანდატს 2016 წლის არჩევნების შემდეგ ფლობს.  ის სასჯელს იხდიდა უკანონო გასამხედროებული ჯგუფის შექმნისა და 2006 წელს კოდორის ხეობაში ამბოხის მოწყობისათვის, თუმცა 2015 წლის 28 იანვარს, პროკურატურასთან მიღწეული საპროცესო შეთანხმების შემდეგ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კვიციანი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 აგვისტო
19 აგვისტო

„განახლებული ოკუპაცია“ და გატაცებული ახა ...

17 აგვისტოს გორის რაიონის სოფელ ახალუბანში რუსმა სამხედროებმა შვიდი ადგილობრივი ახალგაზრდა იმ დროს გაიტაცეს, როცა ისინი ...
19 აგვისტო
19 აგვისტო

დეპუტატი ბიძინა გეგიძე სუსში დაბარებას მ ...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბიძინა გეგიძემ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე და ...
17 აგვისტო
17 აგვისტო

ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიაზია საჯარო რ ...

ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“, როგორც იურიდიულმა სუბიექტმა, ფუნქციონირება უკვე დაიწყო. როგორც მისი დამფუძნებ ...
^