Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოვუწოდებთ „ევროპული საქართველოს“ ამომრჩეველს, მხარი დაუჭირონ ოპოზიციურ კანდიდატებს - ბობოხიძე

25 აპრილი, 2019 12:40

„ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა საზოგადოების და დემოკრატიული ოპოზიციის საერთო ამოცანაა“,- აცხადებს აკაკი ბობოხიძე. 

მისი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებს შორის კოორდინირებული მუშაობა აუცილებელია.

„საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ ამ ამოცანის შესარულება შესაძლებელია. სწორედ ამის გამოა აუცილებელი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებს შორის კოორდინირებული მუშაობა.

ამიტომ მივმართეთ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 19 მაისის შუალედური არჩევნებზე კოორდინირებული მუშაობის წინადადებით და მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ შუალედურ არჩევნებზე 7 საარჩევნო ერთეულში ენმს და 6 საარჩევნო ერთეულში ევროპული საქართველოს შერჩეულ კანდიდატებს დავუჭერდით მხარს“, - თქვა ბობოხიძემ. 

მისი თქმით,  ეს შეთანხმება ენმ-ის ხელმძღვანელობამ ჯერ მარნეულში ხოლო შემდგომ ჭიათურაში დაარღვია.

„ამის მიუხედავად, ჩვენ არ ვაპირებთ ამ შეთანხმების დარღვევას და მოვუწოდებთ „ევროპული საქართველოს“ ამომრჩეველს, (ისევე, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში) სრულად დავუჭიროთ მხარი შეთანხმებულ კანდიდატებს. ასევე იმედი გვაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთა მხარდაჭერის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ჩვენს საერთო ბრძოლაში.“ - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^