Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

Live ► იურისტების ჯგუფი პარლამენტთან საპროტესტო აქციას მართავს

25 აპრილი, 2019 13:11

იურისტების ჯგუფი პარლამენტთან საპროტესტო აქციას მართავს.

„დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ მიიღოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტი, რომელიც, მათი შეფასებით, არ ითვალისწინებს საერთაშორისო საზოგადოებისა და სამოქალაქო სექტორის უმთავრეს რეკომენდაციებს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აძლევს თავისუფლებას ფარული კენჭისყრით, დასაბუთების გარეშე, თავისი შეხედულებისამებრ დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო.

იურისტთა დამოუკიდებელი ჯგუფი ამავდროულად მოუწოდებს პარლამენტს, მიიღოს რეზოლუცია სასამართლოში კლანური მმართველობის თაობაზე და დაიწყოს მუშაობა საკანონმდებლო მექანიზმებზე, სასამართლოს მართვიდან კლანის ჩამოცილების მიზნით. 

„სასამართლოს დამოუკიდებლობა თითოეული ჩვენგანის თავისუფლების გარანტიაა. სამწუხაროდ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა ვერ მოხერხდა. სასამართლოს სისტემას იგივე ჯგუფი მართავს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იღებდა და ასრულებდა დაკვეთებს, პოლიტიკურ მორჩილებაში ამყოფებდა სასამართლოს.

სასამართლოში კლანური მმართველობის უვადო დაკანონება საფრთხეს უქმნის თითოეული მოქალაქის უფლებას დამოუკიდებელ და სამართლიან სასამართლოზე, ქვეყნის მშვიდობიან და დემოკრატიულ განვითარებას და აზრს უკარგავს იურისტების პროფესიას“, - ნათქვამია განცხადებაში. 

„დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი“ მოუწოდებს საზოგადოებას,  25 აპრილს პარლამენტის უკან 1-ელ საათზე დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ. 

განცხადებას ხელს აწერენ:

კახა წიქარიშვილი, კახა კოჟორიძე, ანა ნაცვლიშვილი, მაია ბაქრაძე, ბესიკ სისვაძე, ლია მუხაშავრია, უჩა ნანუაშვილი, თამარ ლალიაშვილი, ირაკლი კორძახია, დიმიტრი ხაჩიძე, ხათუნა გრიგალაშვილი, ირაკლი გაბრიჩიძე, დავით მჟავანაძე, სანდრო ზამბახიძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
^