Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზალკალიანი: დავით-გარეჯში ვითარება მოგვარებულია, აზერბაიჯანი დაკეტილ პუნქტებს გახსნის

25 აპრილი, 2019 17:06

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, დავით-გარეჯის მონასტერთან დაკავშირებული საკითხი ამ დროისთვის მოგვარებულია. აზერბაიჯანის ხელისუფლება დაკეტილ პუნქტებს გახსნის და მონასტრის ტერიტორიაზე დამთვალიერებელი თავისუფლად შეძლებს გადაადგილებას.

„როგორც კი შევიტყვეთ ეს ინფორმაცია, მყისიერი კომუნიკაცია დამყარდა ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან. მქონდა საუბარი ჩემს კოლეგასთან. ჩვენი ინფორმაციით, სიტუაცია ამ დროისთვის მოგვარებულია. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ პუნქტები გახსნას, რომელიც დაკეტილი იყო“, - განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მათ სურთ, უფრო ინტენსიურად იმუშაონ აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციაზე. აქამდე პროცესი შეფერხებული იყო, კომისიებში არსებული ცვლილებების გამო.

„აზერბაიჯანის მხრიდან კომისიაში შესაბამისი ცვლილებები შევიდა. ჩვენ ამაზე უახლოეს დღეებში ვიმსჯელებთ და პროცესი დაიწყება.

იმედი გვაქვს, ეს საკითხი ურთიერთმოლაპარაკების გზით აუცილებლად მოგვარდება. მსგავსი ინციდენტები პირველი არ არის. თქვენ იცით, რომ ამის შესახებ ინციდენტები იყო, მაგრამ მნიშვნელოვანია, ითქვას, რომ აქტიური კომუნიკაციის შედეგად აზერბაიჯანელ პარტნიორებთან ერთად ეს პრობლემა ამ ეტაპზე ამოწურულია“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს დაადასტურა, რომ დავით-გარეჯის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრის ნახვის მსურველები, ქედს მიღმა არ გაატარეს.

მანამდე, დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტ კირიონმა (ონიანი) გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკვე სამი დღეა, აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^