Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლაშა ჟვანია დავით-გარეჯზე: ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაცია

25 აპრილი, 2019 17:52

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ლაშა ჟვანიას თქმით, დავით-გარეჯთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება აჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაცია დასრულდეს.

„როგორც მოგეხსენებათ, პრეზიდენტი იმყოფებოდა დავით გარეჯში ძეგლთა დაცვის სააგენტოსა და „ევროპა ნონსტრას“ წარმომადგენლებთან ერთად. მათ სრულად დაათვალიერეს ჩვენი სამონასტრო კომპლექსი.

ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთი ფაქტები ხდება. განსაკუთრებით ცუდია, როდესაც ეს ემთხვევა აღდგომის დღესასწაულს. ეს ფაქტები ცხადყოფს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი.

შესაბამისად, აუცილებელია, საქართველოსა და ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეთანხმებისამებრ კომისიამ განაახლოს დროებით მუშაობა, რათა ორ მეგობარ ქვეყანას შორის საზღვრები საბოლოოდ დადგინდეს და ასეთი ხელოვნური დაძაბულობა მომავალში აღარ იყოს“, - თქვა ლაშა ჟვანიამ.

ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებდნენ, დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა (ონიანი) გაავრცელა.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს დაადასტურა, რომ დავით-გარეჯის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრის ნახვის მსურველები, ქედს მიღმა არ გაატარეს.

დღესვე, მოგვიანებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, თქმით, დავით-გარეჯის მონასტერთან დაკავშირებული საკითხი მოგვარებულია. აზერბაიჯანის ხელისუფლება დაკეტილ პუნქტებს გახსნის და მონასტრის ტერიტორიაზე დამთვალიერებელი თავისუფლად შეძლებს გადაადგილებას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^