Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი გაიხსნა

25 აპრილი, 2019 20:41

საქართველოში არსებულ 10 ზრდასრულთა განათლების ცენტრს  ხარაგაულში მე-11-ე ზრდასრულთა განათლების ცენტრი შეემატა, სადაც ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ პიროვნული განვითარებისა და პროფესიული განათლების კურსები გაიარონ უფასოდ და სხვადასხვა სოციალურ, კულტურულ  თუ სამოქალაქო აქტივობებში მიიღონ მონაწილეობა.

ცენტრი სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) საქართველოს ოფისის ორგანიზებით და დაფინანსებით, ასევე იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიხსნა.

სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) საქართველოს ოფისის ინიციატივით 2006 წლიდან საქართველოს  7 რეგიონში ზრდასრულთა განათლების 10 ცენტრი დაარსდა ახალციხესა და ახალქალაქში (სამცხე-ჯავახეთი), დაბა ჯვარსა და სენაკში (სამეგრელო),  ქედაში (აჭარა), ჩოხატაურში (გურია), ლელიანში (კახეთი),  კოდასა და შაუმიანში (ქვემო ქართლი), ამბროლაურში (რაჭა), რომელთა მიზანია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გახდეს არაფორმალური განათლების მთავარი კონცეფცია სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე“.

ცენტრებში გახსნილი პროფესიული და პიროვნული განვითარების კურსებზე ადგილობრივი სოციალურად დაუცველი მოსახლეობა თანამედროვე ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებსა და ხელობებს ეუფლება, ან უკვე არსებულ პროფესიაში იმაღლებს კვალიფიკაციას; იძენს ახალ უნარებსა და ცოდნას, რაც მნიშვნელოვნად ამაღლებს მათი დასაქმების შანსებს.

DVV International-ის ინფორმაციით, ესაა პიროვნული თუ პროფესიული გავითარების კურსების მხოლოდ არასრული ჩამონათვალი, რომლებსაც ცენტრები ბენეფიციარებს სთავაზობენ: კომპიუტერი, ინგლისური და გერმანული  ენები, ტურისტული გიდი, პროექტის მენეჯმენტი, ბუღალტერია, ფინანსური მენეჯერი, კონფლიქტის მენეჯმენტი, მინანქარის დამზადება, ბატიკა, ჭრა-კერვა, კოსმეტოლოგია, სტილისტი, ავეჯის დამზადება, აგრარული პროფესიები, ოქრომჭედლობა, მეფუტკრეობა, სამშენებლო პროფესიები, კულინარია და სხვა მრავალი. შესაბამისად, ზრდასრულთა განათლების ცენტრებში მიმდინარე აქტივობების მრავალფეროვნება განსხვავებული ასაკის, სქესისა და სოციალური სტატუსის მქონდე პირებს იზიდავს, ცენტრებში საგანამათლებო კურებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ ასაკში, ეს ზრდის განათლების მიღების შესაძლებლობას, შუა ხნის 40 + და ხნიერი 60 + ასაკის ჯგუფებისათვის, რომლებიც ასაკის გამო როგორც წესი სწავლისათვის შეუფერებლად მიიჩვევიან. ცენტრების წლიური ანგარიშები აჩვენებს, რომ ბენეფიციარების ასაკი 4-დან 87 წლამდე მერყეობს.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ყოველწლიურად ცენტრების საგანმანათლებლო პროგრამებში 7.000-ზე მეტი ბენეფიციარი მონაწილეობს, რომელთა 8-11%  საქმდება. 2006 წლიდან დღემდე ზრდასრულთა განათლების ცენტრების მომსახურებით 100.000-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა, მათ შორის 30.000-ზე მეტრმა იძულებით გადაადგილებულმა პირმა და 15.000-მდე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელმა.

ხარაგაულში ზრდასრულტა განათლების ცენტრი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშიმ გახსნა. მისი თქმით, ეს ცენტრი ბევრ სასარგებლო საქმეს მოუტანს რეგიონის მოსახლეობას.

„გერმანიაში ზრდასრულთა განათლების ასეთ ცენტრებს ძალიან დიდი ტრადიცია აქვს. ზუსტად რამდენიმე დღის წინ გერმანიაში ასეთი ზრდასრულთა განათლების ცენტრის დაარსებიდან 100 წლის იუბილე აღნიშნეს. გერმანიაში ზრდასრულთა განათლების ცენტრების დაარსების იდეა დასაწყისშვე იყო იმ მხრივ მიმართული, რომ ყველგან, მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა ყოფილიყო ძალიან კარგი სკოლები, კარგი უნივერსიტეტები, სახალხო უმაღლესი სკოლები და ეს სკოლები მოსახლეობას უნდა გამოდგომოდა, "- განაცხადა გერმანიის ელჩმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^