Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს-მ პრეზიდენტის რეტვიტზე მოკვლევა დაიწყო

30 აპრილი, 2019 15:40

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ტვიტერზე ტრამპის პოსტის რეტვიტის გამო შსს-მ მოკვლევა დაიწყო. როგორც „ლიბერალს“ შსს-ში განუცხადეს, სამინისტროს მიერ ხორციელდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში დაიწყება გამოძიება. 

დღეს, პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა, რომ პოსტთან დაკავშირებით არ გამოირიცხება კიბერთავდასხმაც. 

"ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გადაცდომას, შეცდომას, რომელიც დაუშვა სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა, თუმცა ეს იყო პირველადი შეფასება. ამ დროისთვის, სხვადასხვა ფაქტების გაანალიზებით, რა თქმა უნდა, არ შეიძლება კიბერთავდასხმის გამორიცხვაც. ვფიქრობთ, რომ საჭიროა საკითხის მოკვლევა. სხვათაშორის, ეს არც არის პირველი ფაქტი. რამდენიმე დღის წინ, კიბერშეტევა განხორციელდა ერთ-ერთი თანამშრომლის ერთ-ერთ სოციალურ ანგარიშზე და იმ ფაქტთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მოკვლევა", - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

29 აპრილს სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურმა ანგარიშმა ტვიტერზე გააზიარა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოსტი, სადაც იგი აშშ-ის ყოფილ ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენს „მძინარას“ უწოდებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^