Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

11 მაისს ლისის ტბაზე სოციალური კამპანია „წიგნების კითხვის ფესტივალი“ გაიმართება

02 მაისი, 2019 12:56

გადაცემა  „წიგნების თაროს“ ორგანიზებით 11 მაისს ლისის ტბაზე სოციალური კამპანია „წიგნების კითხვის ფესტივალი“ გაიმართება. ფესტივალი 12:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია. 

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, დღის ბოლოს ლაივ-კონცერტი გაიმართება.

„მოსული სტუმრები მთელი დღის განმავლობაში შეძლებენ ბუნებაში მოწყობილ ლამაზ და კომფორტულ გარემოში იკითხონ, ერთმანეთს წიგნები გაუცვალონ, მოისმინონ საინტერესო მასტერკლასები, ჩაერთონ წიგნების კითხვის უპრეცედენტო ფლეშ-მობში, ითამაშონ „წიგნების თარო“ და მოიგონ სხვადასხვა პრიზი.

დღის ბოლოს კი ცნობილი მუსიკოსების მონაწილეობით ლაივ-კონცერტი გაიმართება. „წიგნების კითხვის ფესტივალი“ არის სოციალური კამპანია, რომლის მიზანია ახალგაზრდებში ლიტერატურის პოპულარიზაცია, რეკრეაციულ სივრცეებში კითხვის კულტურის დანერგვა და კიდევ ერთი შემეცნებითი პლატფორმის შექმნა“,-აცხადებენ ორგანიზატორები.  

მასტერკლასებს ჩაატარებენ:

  • ბექა ადამაშვილი - „როგორ იფუთება წიგნები“
  • ალეკო შუღლაძე - „როგორ იწერება წიგნები“
  • ლევან გიგინეიშვილი - „როგორ მოქმედებენ წიგნები ადამიანებზე“ („თამაში ჭვავის ყანაშის“ მაგალითზე)

ლაივ-კონცერტს გამართავენ:

  • AMBAVI
  • ლუკა ზაქარიაძე
  • LOUDspeakers

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^