Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უმრავლესობამ თავისივე მომზადებული და შეთანხმებული კანონპროექტი ჩააგდო

03 მაისი, 2019 14:16

პარლამენტმა თბილისის მერიის ინიციატივით უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი პირველივე მოსმენაზე ჩააგდო. დეპუტატებმა მიზეზად ხმაური დაასახელეს. 

საქმე ეხება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც პარლამენტს უმრავლესობის წევრებმა წარუდგინეს. ცვლილებები თბილისში მეორადი საბურავების, ჯართის, ამტვერებადი ნივთიერების განთავსებისა და რეალიზაციის წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული სანქციების დაწესებას ითვალისწინებდა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ  კანონპროექტის ჩაგდების მიზეზი სხდომათა დარბაზში ხმაური გახდა და დეპუტატების უმრავლესობამ არ იცოდა, რომელ კანონპროექტს ეყრებოდა კენჭი.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კი დეპუტატებს მიმართა, რომ საკითხს ყურადღებით მოეკიდონ. 

„კანონპროექტი ჩავარდა და ახლა კახა კუჭავა უნდა ვაწვალოთ - მან თავიდან უნდა დააინიციროს, პირველი მოსმენით თავიდან გაიტანოს, როცა კანონპროექტი შეჯერებული და შეთანხმებული იყო. ამიტომ გთხოვთ, დაიცვათ სიჩუმე და საკითხს ყურადღებით მოვეკიდოთ“, - მიმართა ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^