Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„რუსთაველის“ ფასადის დემონტაჟის შესახებ ინფორმაციას კინოთეატრი არ ადასტურებს

04 მაისი, 2019 2:44

მთაწმინიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, გრიგოლ გეგელიას ინფორმაციით, კინოთეატრ „რუსთაველის“ ფასადის დემონტაჟი დაიწყო და ამის გასაპროტესტებლად 4 მაისს საპროტესტო აქცია დააანონსა. 

კინოთეატრის პრესსამსახურში ინფორმაციას არ ადასტურებენ. როგორც „ლიბერალს“ განუცხადეს, მიმდინარეობს სარესტრავრაციო სამუშაოები, ამიტომ რამდენიმე ფილა ფასადიდან მოიხსნა. 

„რეალობა სხვაგვარია, სინამდვილეში, რესტავრატორების ჯგუფმა არა გუშინ, ან დღეს, ჩამოხსნა რამდენიმე ფილა ფასადზე, არამედ დაახლოებით 2 თვის წინ, რადგან მიმდინარეობს შენობის ისტორიული კვლევა. ამიტომ ინფორმაცია დემონტაჟის დაწყების შესახებ სიცრუა და ყველას ვთხოვთ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანისაგან და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ. კვლევის გარდა შენობას არც გარედან და არც შიგნიდან არავინ შეხებია. ჩვენი კომპანია მუშაობს პროექტზე, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს კინოთეატრ რუსთაველის ისტორიული სახის აღდგენა. პროექტი ჯერ კიდევ დამუშავების სტადიაშია და აუცილებლად გავაცნობთ დეტალებს ფართო საზოგადოებას“, - განუცხადეს „ლიბერალს“ კინოთეატრის პრესსამსახურში.

სასტუმრო, რესტორნები და კინო - რა იგეგმება კინოთეატრ „რუსთაველის“ შენობაში

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^