Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ცირკი აწამებს ცხოველებს", - საცირკო წარმოდგენებში ცხოველების გამოყენების აკრძალვა მოითხოვეს

04 მაისი, 2019 18:36

„ცირკი აწამებს ცხოველებს", „არა ცხოველების წამებას", „ისინი არ არიან შენი გასართობები", „ნუ დადგები სისასტიკის მხარეს", - თბილისში მოქალაქეებმა საცირკო წარმოდგენებში ცხოველების გამოყენება გააპროტესტეს და საკანონმდებლო დონეზე აკრძალვა მოითხოვეს. დღევანდელ აქციაზე მათ ამისთვის ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს. „არა ცირკში ცხოველებს" მოთხოვნით აქცია ქუთაისშიც გაიმართა.

---

„მრავალი დოკუმენტური მასალა არსებობს იმის დასადასტურებლად, რომ ცირკებში ცხოველები მათთვის შეუსაბამო და აუტანელ გარემო-პირობებში იმყოფებიან. მოგზაურ ცირკებში გამოყენებული გარეული ცხოველებისთვის კი განსაკუთრებით მწვავედ გადასატანია მომთაბარე ცხოვრება. ამასთან, ე.წ ,,ცირკის ცხოველებს“ უწევთ იმგვარი მოქმედებების შესრულება, რაც მათ ბუნებრივ მდგომარეობას არ შეესაბამება. ცირკებში ცხოველების გასაწვრთნელად და მათ მიერ კონკრეტული ქცევის/ილეთის დასასწავლად გამოიყენება ისეთი ძალადობრივი მეთოდები, როგორებიცაა: დიდი ხნის განმავლობაში საკვებისა და წყლის გარეშე დატოვება, იძულება, ტკივილის მიყენება (მათ შორის ჯოხების, ბასრი, მჩხვლეტავი საგნების, ელექტროშოკერების გამოყენებით), ფსიქოლოგიური ზეწოლა, წამება, დიდი ხნის განმავლობაში დაბმა, სხვა ცხოველებისგან იზოლაცია, პატარა ზომის გალიებში გამოკეტვა და ა.შ. მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ ისინი განთავსებულნი არიან ანტისანიტარიულ პირობებში, ხოლო, მათი სამედიცინო საჭიროებები ხშირად უგულებელყოფილია.

ცირკში არსებული პირობები და ცხოველებისადმი მოპყრობა მათში დაუცველობის განცდას იწვევს. რაც შემდგომში, სტრესის, ფრუსტრაციის, აგრესიის და თვითდესტრუქციული ქცევის განმაპირობებელი ხდება. ყოველივე აღნიშნული კი რიგ შემთხვევებში მსხვეპლით სრულდება. უნდა გვახსოვდეს, რომ ცირკში ცხოველების გამოყენებას არ აქვს არც საგანმანათლებლო და არც კონსერვაციული ფუნქცია, არამედ, მისი დანიშნულებაა ადამიანების გართობა სხვა ცოცხალი არსებების წამების ხარჯზე. როდესაც ჩვენ ვყიდულობთ ცირკის ბილეთს, რომელშიც ხდება ცხოველების გამოყენება, ამით ჩვენ ხელს ვუწყობთ სისასტიკეს !

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით ცირკებში ცხოველების გამოყენების ტენდენცია თანდათან კლებულობს. მეტიც, უფრო და უფრო მეტად პოპულარი ხდება საცირკო დასები ცხოველების გარეშე, რომლებიც საინტერესო და ამაღელვებელ შოუებს სთავაზობენ მაყურებელს. მათ შორისაა: Cirque du Soleil, Circus Vargas, Circus Oz, Cirque Productions.

დღესდღეობით მრავალ ქვეყანაში დაწესებულია ნაციონალური, რეგიონული თუ ლოკალური შეზღუდვები გარეული ან ყველა ცხოველის გამოყენებაზე ცირკებში. მათ შორისაა: საბერძნეთი, კვიპროსი, ბონია და ჰერცოგოვინა, მალტა, ბოლივია, პოლონეთი, კოლუმბია, ხორვატია, კოსტა-რიკა, ისრაელი, იტალია, ლუქსემბურგი, რუმინეთი, სლოვაკეთი, შოტლანდია, სინგაპური, ისრაელი, ფინეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, დანია, ხორვატია, ესტონეთი, გერმანია, მექსიკა, შვედეთი, ინდოეთი, პერუ.

დროა საქართველოშიც დავნერგოთ პროგრესული და ეთიკური მიდგომები. ამიტომ, თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც სურს ცივილიზებულ საზოგადოებაში ცხოვრება გელოდებით 4 მაისს, 17:00 საათზე ცირკის შენობასთან საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად. აქციას ასევე ექნება საგანმანათლებლო ხასიათი და წარმოდგენილი იქნება ფოტო-ვიდეო მასალა, დარიგდება საინფორმაციო ფლაერები.

ჩვენ მოვითხოვთ, საცირკო წარმოდგენებში როგორც გარეული, ისე შინაური ცხოველების გამოყენების საკანონმდებლო დონეზე არძალვას. ამასთან, საჭიროებისამებრ, საზღვარგარეთიდან იმ პოპულარული საცირკო დასების მოწვევას, რომლებშიც არ ხდება ცხოველების გამოყენება. ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში გვყავს ნიჭიერი აკრობატები, ილუზიონისტები, ჟონგლიორები, ჯამბაზები, მოცეკვავეები, სახელმწიფოს მოვუწოდებთ განახორციელოს ქართული ცირკის მხარდაჭერა და ინვესტიციის ჩადება იმ ადამიანებში, რომლებსაც შეუძლიათ თანამედროვე, ჰუმანური ცირკის აშენება.

ვფიქრობთ, ყოველივე ზემოაღნიშნული ხელს შეუწყობს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, საერთაშორისი დონეზე საქართველოს რეპუტაციის ამაღლებას და ქვეყანას ეკონომიკურ სარგებელსაც მოუტანს", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 სექტემბერი
18 სექტემბერი

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა ...

„ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს საზოგადოებას ორგანიზაციის 12 წევრი წარუდგინა. „ჩვენ ყ ...
18 სექტემბერი
18 სექტემბერი

პრეზიდენტი შეწყალებაზე მორატოროუმს აცხად ...

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით შეწყალების ახალი წესის შემუშავებამდე მსჯავრდებულთა შეწყალება ...
18 სექტემბერი
18 სექტემბერი

სახალხო დამცველი კონკრეტული პირების შეწყ ...

„საქართველოს სახალხო დამცველი უერთდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონკრეტულ პირთა შეწყალებასთან დაკავშირებით საზ ...
^