Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნიკა გვარამია: „რუსთავი 2-ის“ წინააღმდეგ ხელისუფლება ახალ სამართლებრივ შეტევას იწყებს

06 მაისი, 2019 21:22

„რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა. გვარამიას თქმით, ხელისუფლება ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისა და მისი „რუსთვი 2-დან“ ჩამოშორების მიზნით ახალ სამართლებრივ შეტევას იწყებს.

„რუსთავი 2-ში დღეს შემოვიდა 9% წილის მქონე ნინო ნიჟარაძის სარჩელი „რუსთავი 2-ის“ სხვა მეწილეების, პირადად ჩემი და ტელევიზიის გაყიდვების სახლის წინააღმდეგ. ნინო ნიჟარაძე გაყიდვების სახლისგან ითხოვს, როგორც თვითონ ამბობს, 2015 წელს გამქრალი 10 მილიონის კომპენსაციას. ჩვენთვის უცნობია რა თანხაზეა საუბარი, თანხაზე მხოლოდ კახა ბექაურის კომისია საუბრობდა და სრული აბსურდია, თუმცა ამას ითხოვს.

ასევე ითხოვს ჩემგან, თუ რატომ გავზარდე უფასო პოლიტიკური რეკლამის ლიმიტი ოპოზიციისთვის, რომელიც გაიზარდა ხელისუფლებისთვისაც, თუმცა ის მხოლოდ ოპოზიციის ნაწილზე საუბრობს. ამბობს, რომ ამით ზიანი მივაყენე კომპანიას. არადა, ეს კანონით ნებადართული საქმიანობაა“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

„რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის თქმით, ნინო ნიჟარაძე ჯამში, დაახლოებით 26 მილიონ ლარს ითხოვს სოლიდარულად - მისგან და მეწილეებისგან.

„ეს დავა არის სრულიად აბსურდული, ეს არის სარჩელი სარჩელისთვის. ეყრდნობა მხოლოდ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის და საგადასახადო დავალიანებების ინფორმაციას, ამასთან დავა სავარაუდოდ წამოწყებულია არაუფლებამოსილი პირის მიერ. მაგრამ სარჩელი შესულია ქართულ სასამართლოში და ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ამ სასამართლოს ყველაფერი შეუძლია. დავას იხილავს გამორჩეულად ბინძური მოსამართლე ქოჩიაშვილი. რომელიც არის კარგად ცნობილი სამოსამართლეო კლანის წევრი და ყველასთვის ცნობილია რა ტიპის გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამიას თქმით, მათთვის ნათელია, რომ მიზანი „რუსთავი 2-ის“ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა და სწორედ ამიტომ ეხება იმ ადამიანს, ვინც არის სარედაქციო პოლიტიკის გარანტი. „ეს ყველაფერი მეხება მე და ჩვენი წინმსწრები ინფორმაციით, მოთხოვნა იქნება, რომ შემიჩერდეს უფლებამოსილება. ჩვენი ინფორმაციით, ამ სარჩელში ეს მოთხოვნა პირდაპირ ეწერა კიდეც და ბოლო წუთს ამოიღეს. თუმცა, ბაჟის მოთხოვნა ისევ არის დატოვებული. ასე რომ, მიზანი არის „რუსთავი 2-ის“ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა და ამ ქვეყნის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური არხის გაჩერება“, - განაცხადა ბრიფინგზე „რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^