Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წულუკიანს კარგად ესმის სტრასბურგის გადაწყვეტილების სავალდებულობა - თამთა მურადაშვილი

08 მაისი, 2019 13:18

„წულუკიანს ყველაზე კარგად ესმის სტრასბურგის გადაწყვეტილების სავალდებულობა და მისი მნიშვნელობა. შესაბამისად, ის არის ახლა პასუხისმგებელი სტრასბურგის სასამართლოს წინაშე, რომ აღასრულოს მისი გადაწყვეტილება. ეს განცხადება იმას ნიშნავდა, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ არ უნდა გააკეთოს რამე ისეთი, რაც საფრთხის ქვეშ დააყენებს სტრასბურგის გადაწყვეტილებას. ეს იყო გზავნილი, რომ იუსტიციის სამინისტრო არის პასუხისმგებელი გადაწყვეტილების შესრულებაზე და რომ ის ამას არ გააკეთებს.“ - ასე შეფასა „რუსთავი 2-ის“ იურისტმა, თამთა მურადაშვილმა „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით თეა წულუკიანის განცხადება.

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა. 

მისი თქმით, რაც უნდა უკმაყოფილო იყოს ერთ-ერთი მფლობელი, სხვა მფლობელებთან მიმართებაში და ჰქონდეს სამართლებრივი პრეტენზიები, სტრასბურგის სასამართლოს კომპანიის საქმეზე მიღებული აქვს  ე.წ. შეჩერების გადაწყვეტილება, რომელიც ისევ ძალაშია. 

წულუკიანის თქმით, ვერავითარი ცვლილება მენეჯემენტში ამ გადაწყვეტილების ფონზე ვერ გატარდება. 

ე.წ. შეჩერების მექანიზმის გამო „რუსთავი 2-ის“ მენეჯმენტში ცვლილება ვერ შევა - წულუკიანი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 მაისი
23 მაისი

დონალდ ტრამპი მამუკა ბახტაძეს საქართველო ...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. საქარ ...
23 მაისი
23 მაისი

ევროპა ლიგის ფინალმა აზერბაიჯანში ადამია ...

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International-ის დიდი ბრიტანეთის ოფისი აზერბაიჯანში ევროპა ლიგის ფინ ...
23 მაისი
23 მაისი

7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ დედა ...

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას (მ.შ.-ს) გორის რაიონ ...
^