Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო► მდინარე ალაზანს პანკისის ხეობაში ჰესის ასაშენებლად მიყვანილი ტრაქტორი მიაქვს

10 მაისი, 2019 13:40

ადიდებულ ალაზანს პანკისის ხეობაში, სოფელ ძიბახევში ჰესის ასაშენებლად მიყვანილი ტრაქტორი მიაქვს. ფოტო/ვიდეომასალას სამოქალაქო აქტივისტი სულხან ბორძიკაშვილი ავრცელებს. ბორძიკაშვილის ინფორმაციით, ალაზანმა დააზიანა ჯოყოლო-დუმასტურის დამაკავშირებელი ხიდიც.

როგორც „ლიბერალს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ამ დროისთვის მდინარე ალაზანს სოფლებისთვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყენებია. მდინარემ, ძირითადად, მოსახლეობის ეზოები და რამდენიმე სარდაფი დატბორა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარება 15-მდე ოჯახს დასჭირდა.

„მნიშვნელოვანი ზარალი ამ დროისთვის არ ფიქსირდება, თუმცა მეხანძრე-მაშველები საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში მუშაობენ და საჭიროების შემთხვევაში, ყველა შეტყობინებაზე მოხდება რეაგირება“, - უთხრეს „ლიბერალს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ფოტო: სულხან ბორძიკაშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^