Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გახარია: კლუბებში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ კლუბური ნარკოტიკით დაღუპვის ფაქტები შემცირდა

12 მაისი, 2019 17:53

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ერთი წლის წინ ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ „კლუბური ნარკოტიკით“ ინტოქსიკაციის და დაღუპვის ფაქტები კრიტიკულად შემცირდა. ამიტომ, მისი თქმით, როგორც კი დინამიკა გაუარესდება, შსს-ს ვერავინ ვერსად დაუშლის შესვლას.

„12 მაისის შემდეგ, როცა ჩატარდა ეს ღონისძიება, კლუბური ნარკოტიკის ინტოქსიკაციით გარდაცვალების ფაქტი ერთი წლის განმავლობაში გვქონდა ორი ტრაგიკული შემთხვევა. რა თქმა უნდა, ესეც ბევრია, მაგრამ ყველას კარგად გვახსოვს ყოველი პარასკევი და შაბათი ამ ქალაქში იყო უმძიმესი მოლოდინის დღეები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 12 მაისიდან 12 მაისამდე კლუბური ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის და კლუბიდან გამოსული ადამიანის გარდაცვალების გვქონდა ორი ტრაგიკული შემთხვევა.

ამის შემდეგ, ხაზგასმით აღვნიშნავ, როგორც კი ეს პოზიტიური, გაუმჯობესებული მდგომარეობა გაუარესდება, ვერავინ ვერასოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერ აუკრძალავს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას და არ იქნება არც ერთი დახურული ზონა“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

გიორგი გახარია პარლამენტის წინ მისი ბიუსტის დადგმასაც გამოეხმაურა, რომელიც აქტივისტებმა შარშანდელი მოვლენებისა და იმის გასახსენებლად დადგეს, რომ გახარია „იხდის ბოდიშს, რომელსაც ფასი არ აქვს“.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მისთვის და პოლიციისთვის გამოხატვის თავისუფლების დაცვა მნიშვნელოვანი პრინციპია, ამიტომ იცავდა ერთი წლის წინ აქციის მონაწილეების გამოხატვის თავისუფლებას და დაიცავს ბიუსტისასაც.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდით იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს ტრაგედია გამოიარეს და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვიცავდით გამოხატვის თავისუფლებას, როგორც მომიტინგეების გამოხატვის თავისუფლებას ვიცავდით, დღესაც დავიცავთ იმ ბიუსტის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც დგას რუსთაველის გამზირზე“, - თქვა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^