Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ოცნების" მერობის კანდიდატი: 2020 წელს ზუგდიდში დევნილთა კომპაქტური დასახლებები აღარ იარსებებს

13 მაისი, 2019 12:16

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის გიორგი შენგელიას თქმით, 2020 წელს ზუგდიდში დევნილთა კომპაქტური დასახლებები აღარ იარსებებს. წინასაარჩევნოდ, ზუგდიდში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრისას შენგელიამ მოქალაქეებს შეჰპირდა, რომ კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ ყველა ოჯახს ბინები გადაეცემათ.

 „ამ ადამიანებმა დატოვეს ყველაფერი და ზუგდიდში ცხოვრების ხელახლა დაწყება მოუწიათ, მათ უმძიმესი დღეები გამოიარეს. მთავრობა ყველაფერს აკეთებს დევნილი ოჯახების ბინით უზრუნველყოფისთვის. ამჟამად ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე 720 დევნილი ოჯახისთვის ბინების მშენებლობა მიმდინარეობს. ეს პროცესი გაგრძელდება. უახლოეს პერიოდში იწყება 240 ოჯახისთვის ახალი ბინის მშენებლობა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში 1700 დევნილ ოჯახს ზუგდიდში საცხოვრებელი გადაეცა.

უმოკლეს დროში პრობლემა მოუგვარდებათ იმ ადამიანებსაც, ვინც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს კომპაქტურ დასახლებებში. ზუგდიდში გვაქვს 20 კომპაქტური დასახლება, აქედან წელს სრულად დაიხურება 12 მათგანი და ეს პროცესი გაგრძელდება.

მინდა გითხრათ, რომ 2020 წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილთა კომპაქტური დასახლება აღარ იარსებებს და ამ დასახლებებში მცხოვრებ ყველა დევნილს ახალი ბინები გადაეცემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ შეხვედრაზე, რომელსაც მასთან ერთად ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და სახელმწიფო რწმუნებული ესწრებოდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ივლისი
18 ივლისი

ილონ მასკის დედის, მეი მასკის წიგნს ქართ ...

p.p1 {margin: 0.0px 0.0px 8.0px 0.0px; text-align: justify; font: 11.0px Helvetica; color: #000000; -webkit-text-stroke ...
08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
^