Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცხოველთა ორთაბრძოლები შესაძლოა, მთელ საქართველოში აიკრძალოს

14 მაისი, 2019 14:06

პარლამენტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას იწყებს. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე კანონპროექტის განხილვას დადებითი დასკვნა 13 მაისს მისცეს.

კანონპროექტით, დაუშვებელი იქნება ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება, მასში მონაწილეობა, ცხოველთა ორთაბრძოლისთვის ადგილის გადაცემა და პროპაგანდა. ცხოველთა ორთაბრძოლებს აქამდე მუნიციპალიტეტები არეგულირებდნენ და კანონში გაწერილი არ იყო.

„შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ კანონპროექტის 22-ე მუხლით:

1. დაუშვებელია ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება, ჩატარება და პროპაგანდა.

2. აკრძალულია თუ პირი:

ა) ცდილობს მოაწყოს ან აწყობს ცხოველთა ორთაბრძოლებს;

ბ) შეგნებულად იღებს ფულს ცხოველთა ორთაბრძოლაზე დაშვების მიზნით;

გ) ავრცელებს ინფორმაციას ცხოველთა ორთაბრძოლების გამართვის შესახებ;

დ) საკუთარი ან სხვისი ცხოველით მონაწილეობს ცხოველთა ორთაბრძოლებში;

ე) წვრთნის და ამზადებს ცხოველებს ორთაბრძოლაში მონაწილეობისათვის;

ვ) იყენებს ან სხვას რთავს ნებას თავის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობა გამოიყენოს ორთაბრძოლების მოსაწყობად;

ზ) შეგნებულად იღებს და ავრცელებს ცხოველთა ორთაბრძოლის ვიდეოს.და ფოტოგამოსახულებებს ან ინახავს მათ, შემდგომში მათი გავრცელების მიზნით.

„შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ კანონპროექტის მიღების პარალელურად ცვლილებები შევა სისხლის სამართლის კოდექსში და ცხოველთა ორთაბრძოლების მოწყობა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება.

სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების პროექტით: ცხოველთა გაწვრთნა ორთაბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად, ასევე ცხოველთა ორთაბრძოლის ვიდეო და ფოტო გამოსახულებების გადაღება და გავრცელება ან მათი შენახვა, შემდგომში მათი გავრცელების მიზნით - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

პირის მიერ ცხოველთა ორთაბრძოლაზე დაშვების მიზნით ფულის აღება, ასევე, პირისმიერ თავის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობის გამოყენება ორთაბრძოლების მოსაწყობად ან სხვისითვის ასეთის ნების დართვა - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ხოლო ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება, ჩატარება, პროპაგანდა, ასევე ინფორმაციის გავრცელება ცხოველთა ორთაბრძოლების გამართვის შესახებ,ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან სამ წლამდე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^