Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კონცერტის მონაწილეებთან მოლაპარაკების პროცედურამ შემოიტანა გაუგებრობა - დეკანოზი ჯაღმაიძე

15 მაისი, 2019 16:49

დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ 17 მაისს „ოჯახის სიწმინდის“ დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი კონცერტის შესახებ განაცხადა, რომ მონაწილეებთან მოლაპარაკებების პროცედურამ გამოიწვია გაუგებრობა. მან თქვა, რომ გუშინ ტელევიზიით მოისმინა,  ვინ არ მიიღებს მონაწილეობას კონცერტში, მაგალითად, თამარ ჭოხონელიძე, თუმცა ზუსტად იცის, რომ სუხიშვილები კონცერტში მონაწილეობენ. 

„გარკვეული გაუგებრობა შემოიტანა კონცერტის მონაწილეებთან მოლაპარაკების პროცედურამ და მოჰყვა ამას ძალიან დიდი ვნებათაღელვა. კონცერტში მონაწილეობის მიღება, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობითია. ვისაც ესმის, რომ ეს არ არის მიმართული არანაირი ძალადობისკენ, მისთვის იოლია ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ზოგიერთ მონაწილეს გაუჩნდა ეგეთი მოსაზრება, რომ თავი უნდა შეიკავოს.

გუშინ მოვისმინეთ მაგალითად, რომ თამრიკო ჭოხონელიძემ განაცხადა და ვერ მიიღებს მონაწილეობას. ეს მისი მოსაზრებაა და აქვს ამის უფლება. მე ვერ ჩამოგითვლით, ვინ იქნებიან მონაწილეები, „სუხიშვილები“, ნამდვილად იღებენ მონაწილეობას,“ - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ. 

საპატრიარქო 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 მაისი
23 მაისი

დონალდ ტრამპი მამუკა ბახტაძეს საქართველო ...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. საქარ ...
23 მაისი
23 მაისი

ევროპა ლიგის ფინალმა აზერბაიჯანში ადამია ...

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International-ის დიდი ბრიტანეთის ოფისი აზერბაიჯანში ევროპა ლიგის ფინ ...
23 მაისი
23 მაისი

7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ დედა ...

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას (მ.შ.-ს) გორის რაიონ ...
^