Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „Tbilisi Waterfall” აშენდება

15 მაისი, 2019 18:20

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით  ორთაჭალაში 17 სართულიანი, 164 ნომრიანი სასტუმრო აშენდება. პროექტს კომპანია „RRestate“ ახორციელებს. ორთაჭალაში, კომპანიის საკუთრებაში არსებული 13 500კმ.მ-ის მიწის ნაკვეთზე სასტუმრო აშენდება 1000 კვ.მ-ზე, დანარჩენი ტერიტორია კი დაეთმობა პარკის გაშენებას და ინფრასტრუქტურის მოწყობას. სასტუმროში განთავსდება 2 რესტორანი, კლუბი, 2 საკონფერენციო დარბაზი და 2 ბარი. სასტუმროს გამოარჩევს ხელოვნური ჩანჩქერი რომლის სიგანე 13 მეტრია, რაც ხელოვნურ ჩანჩქერებს შორის ყველაზე განიერია.   

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ქალაქს კიდევ ერთი მწვანე, მაღალი სტანდარტების სასტუმრო შეემატება. მიგვაჩნია, რომ ჩვენთვის, ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია ტურიზმისა და მასპინძლობის ხელშეწყობა და მსგავსი საინტერესო პროექტების მხარდაჭერა. სასტუმროს გამოარჩევს  ორიგინალური კონცეპცია და აუზი 15-ე სართულის ხედით. სასტუმროს მშენებლობაში საქართველოს ბანკის ფინანსური თანამონაწილეობა 3 მილიონამდე დოლარს შეადგენს“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.

„მოხარული ვართ რომ შედგა თანამშრომლობა ჩვენსა და საქართველოს ბანკს შორის პროექტის "Tbilisi Waterfall"-ის განსახორციელებლად, თავად პროექტის იდეა გაჩნდა ემირატებში მიღებული გამოცდილებიდან, სადაც საინვესტიციო ბაზარი ერთერთი ყველაზე განვითარებულია მსოფლიოში. ჩვენ ვეცადეთ შეგვექმნა პროექტი რომელიც შეძლებდა საშუალოდ 15% წლიური მოგების მიღებას და ამ მხრივ უფრო საინტერესო წინადადება გვექნებოდა მსოფლიო ბაზარზე. ამისათვის შევქმენით საპროექტო კომპანია კიევში, გაყიდვების კომპანია ემირატებში და სამშენებლო კომპანია თბილისში, შედეგად ბოლო 1 წლის განმავლობაში შევძელით მოგვეზიდა 12 მილიონი აშშ დოლარამდე ინვესტიცია 50-მდე სხვადასხვა ინვესტორისაგან. ვფიქრობთ ამ კუთხით საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენი კომპანიაც მომავალში აპირებს ამ კუთხით განვითარებას“, - განაცხადა „RRestate“ -ის დამფუძნებელმა,  რევაზ თურმანიძემ.

ინფორმაციისთვის, სასტუმროს კონცეპციაში ინოვაციას წარმოადგენს სპეციალური აპლიკაცია, რომელიც ონლაინ რეგისტრაციის შემთხვევაში სტუმრებს მისცემს შესაძლებლობას დამატებითი რეგისტრაციის და გასაღების გარეშე,  სმარტფონით გააღონ ნომრის საკეტი. სასტუმროს ყველა ნომერი აღჭურვილია ჭკვიანი სახლის პრინციპით, თანამედროვე მოწყობილობების საშუალებით სტუმრები შეძლებენ მართონ ნომერში არსებული ტექნიკა, (ტელევიზორი, მოუსმინონ მუსიკას) დაარეგულირონ ოთახისა და წყლის ტემპერატურა, ჩამოაფარონ და გახსნან ფარდები,  შეუკვეთონ საკვები და ა.შ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 მაისი
23 მაისი

დონალდ ტრამპი მამუკა ბახტაძეს საქართველო ...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. საქარ ...
23 მაისი
23 მაისი

ევროპა ლიგის ფინალმა აზერბაიჯანში ადამია ...

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International-ის დიდი ბრიტანეთის ოფისი აზერბაიჯანში ევროპა ლიგის ფინ ...
23 მაისი
23 მაისი

7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ დედა ...

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას (მ.შ.-ს) გორის რაიონ ...
^