Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასამართლომ გეი ბიჭს მამის მიერ წართმეული სახლი დაუბრუნა - „თანასწორობის მოძრაობა“

16 მაისი, 2019 19:22

სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა „თანასწორობის მოძრაობის“ სარჩელი, რომლითაც გეი ბიჭი მამას ედავებოდა სახლის წართმევას, რის გამოც იგი უსახლკაროდ დარჩა. ინფორმაციას „თანასწორობის მოძრაობა“ ავრცელებს. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად ცნეს ჩუქების ხელშეკრულებები, რომლითაც მამამ, როგორც კანონიერმა წარმომადგენელმა, არასრულწლოვანი შვილის სახელზე აღრიცხული ქონება, სიძულვილის მოტივით მამამისს აჩუქა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა აღნიშნული ბინიდან, მოძალადე მამის და ბაბუის გამოსახლების შესახებ მოთხოვნა, მიუხედავად იმისა რომ წარდგენილ იქნა არაერთი მტკიცებულება მამის მხრიდან არასრულწლოვან შვილზე ძალადობის განხორციელებასთან დაკავშირებით.

„თანასწორობის მოძრაობა“ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ, მოსარჩელესთან შეთანხმებით გადაწყვეტს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დავა აწარმოოს თუ არა.

აღნიშნულ ქონებას 2019 წლის 7 თებერვლიდან ყადაღა ჰქონდა დადებული.

უძრავი ქონება ბაბუამ თავის არასრულწლოვან შვილიშვილს 5 წლის წინ აჩუქა. მას შემდეგ, რაც გაიგეს მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ, ეს ქონება მამამ, ბაბუამ და მამიდამ ერთი წლის წინ ჯერ გადააფორმეს ისევ ბაბუის სახელზე, შემდეგ კი მამიდაზე.

კანონმდებლობის მიხედვით, მამას, როგორც მეურვეს უფლება ჰქონდა, რომ მისი შვილის სახელზე რიცხული ქონება სხვის სახელზე გაეფორმებინა. აღსანიშნავია ის, რომ მამის ეს ქმედება განპირობებული იყო დისკრიმინაციული საფუძვლით –  მამას არ მოსწონდა, რომ მის შვილს განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია და თვითგამოხატვა აქვს.

შვილის სახელზე აღრიცხული ქონების გაჩუქებამდე, მამა შვილზე ძალადობდა სისტემატურად: კვირაში ორჯერ, ან სამჯერ აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოძალადე მამა 2018 წლის თებერვალში სასამართლომ დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^