Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„იმ ჩამოსულ ინვესტორებს ნუ შეაკლავთ ჩვენს თავს" - მაღაროელი მმართველი პარტიის წევრებს

17 მაისი, 2019 15:32

„ძალიან გთხოვთ, მოგვაქციეთ ყურადღება, ინვესტორებიც კარგია, ყველა კარგია, მაგრამ იმ ჩამოსულ ინვესტორებს ნუ შეაკლავთ ჩვენს თავს", - მიმართა ჭიათურელმა მაღაროელმა პოლიტიკოსებს.

ჭიათურაში 15 მაისს, საღამოს შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სამთო გამამდიდრებელ კომბინატში ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გაფიცვა დაიწყო. გაფიცულ მუშებთან დღეს მმართველი პარტიის წარმომადგენლები, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე  მივიდნენ. 

„ჩვენ, მთელი ჭიათურელები ყოველთვის  ვუჭერდით მხარს იმ ხალხს, ვინც იდგა მუშათა კლასისკენ. ჩვენ ძლივს მივაღწიეთ იმას, რომ ეს ჩვენი გაჭირვება, რავარც იქნა, მოვიდა თქვენს ყურამდე. თუკი ჩვენთვის არაფერი გამოსწორდა, მაშინ ქართველი ხალხი არ ყოფილა იმის ღირსი, რომ საქართველოში იცხოვროს.

უბრალოდ, გაიგეთ, რომ ჩამოდიხართ, ხვდებით ხოლმე აქ ხალხს, შეხვდით ხოლმე მუშა ხალხსაც და გაიგეთ, რა დღეში ვართ. 57 წლის კაცი ვარ, რატომ უნდა ვწვალობდე ახლა მე იმაზე, არიქა, ბანკში როდის შევიტანო ფული, ხელფასი მეყოფა, არ მეყოფა. ჩვენც ხალხნი ვართ... ძალიან გთხოვთ, მოგვაქციეთ ყურადღება, ინვესტორებიც კარგია, ყველა კარგია, მაგრამ იმ ჩამოსულ ინვესტორებს ნუ შეაკლავთ ჩვენ თავს", - მიმართა მაღაროელმა პოლიტიკოსებს. 

პოლიტიკოსების მისვლას მუშები შეძახილებით შეხვდნენ – „ჭიათურელ მაღაროელებს გაუმარჯოს“. ირაკლი ღარიბაშვილმა მისვლისთანავე გაფიცვის ლიდერი მოიკითხა, თუმცა უპასუხეს, რომ გაფიცვას ლიდერი არ ჰყავს და ყველას ერთად დალაპარაკებოდა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა გაფიცულებს მიმართა, რომ მათი პროტესტი სამართლიანია: „პირველ რიგში, მინდა დაგიდასტუროთ სოლიდარობა. თქვენი პროტესტი არის სამართღლიანი და ამას გიდასტურებთ ჩვენი პარტიის სახელით. ყველა ის მოთხოვნა, რომელიც დააყენეთ, არის სამართლიანი. ძალიან კარგად ვიცი ყველაფერი, რაც თქვენ გაწუხებთ. დღეს გვაქვს სამწუხარო რეალობა, რომ ვსაუბრობთ ჯერ კიდევ ნორმალურ კვებაზე, ღირსეულ სამედიცინო მომსახურებაზე. თუ თქვენი პირობები არ შესრულდება, ჩამოვალთ და თქვენთან ერთად გავაპროტესტებთ". 

კომპანიის წარმომადგენელმა მუშებს უთხრა, რომ მათი მოთხოვნები ეტაპობრივად შესრულდება და ეს საკითხი დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე განეხილათ. ამას მუშების უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა. მუშები ითხოვენ დღესვე დაიწყოს კომპანიამ მოთხოვნების შესრულება. 

კახა კალაძე მუშებს დაჰპირდა, რომ ყველა მათი მოთხოვნა დაწყებული ხელფასით დამთავრებული კვებით, კომპანია შასრულებს.

„მაღაროელებს გადაბმულად ამუშავებენ, 15 დღე ტერიტორიის დატოვების უფლება არ აქვთ" - ჭიათურის პირველადი პროფკავშირი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

14 ოქტომბერი
14 ოქტომბერი

რა გახდა „ევროპელების“ და „ნაციონალების" ...

„ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, სავარაუდოდ, ახალი დაპირისპირება დაიწყო.& ...
14 ოქტომბერი
14 ოქტომბერი

ბოლო მონაცემებით იაპონიაში ტაიფუნმა 42 ა ...

ტაიფუნი „ჰაგიბისი”, რომლის დიამეტრი 1,400 კილომეტრია, 4 ოქტომბერს ჩამოყალიბდა და იაპონიის კუნძულებს შაბათს, ...
14 ოქტომბერი
14 ოქტომბერი

რატომ უნდა მივსულიყავი პროკურატურაში? - ...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთაში იმყოფებოდა.  „ჩ ...
^