Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თუ მეორე ტური გამოცხადდება, მზად ვარ გავაგრძელო ბრძოლა ზუგდიდის სახელით - სანდრა რულოვსი

20 მაისი, 2019 1:03

"ფეირვერკების მიუხედავად, ჩვენ არ ვაღიარებთ მათ გამარჯვებას და მით უმეტეს - მათ არჩევნებს. ეს არ იყო არჩევნები. ეს იყო სუს-ის და კრიმინალების ერთობლივი სპეცოპერაცია. ეს არნახული, სადიზმი და შეშინება. ყველაფერი კრიმინალური, რაც შეგიძლია წარმოიდგინო. ისინი ზეიმობენ ხალხის დამარცხებას, რომ ისევ გააგრძელებენ ტერორს და ჯიბეების გასქელებას და ყველაფერს, რაც მიუღებელია ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის.

იმ 12 პარტიის წარმომადგენელისთვის, ჩვენ ზუსტი ციფრები არ ვიცით, თუმცა არ ვაღიარებთ ამ ციფრებს. საოლქო კომისიას ჯერ შედეგები არ გამოუცხადებია. ნახევარმა დაგვიჭირა მხარი და ამ ძალას შემდგომი ბრძოლის ეტაპზე გამოვიყენებ. ზუგდიდიდან იწყება საქართველოს გამარჯვება. ვივლით ქუჩა-ქუჩა და გავაგებინებთ, რომ ივანიშვილის მმართველობა არის კრიმინალური. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქცევა, აღმოვჩნდებით რუსეთის ხელში.

ჩვენ სხვანაირი საქართველო გვინდა. უფრო სამართლიანი. ჩვენი ბრძოლა გრძელდება. ველოდებით ოფიციალურ შედეგებს. ამბობენ, რომ მმართველი პარტია მოგებულია, მაგრამ ოფიციალური შედეგები ჯერ  არ დადებულა. თუ მეორე ტური გამოცხადდება, მზად ვარ გავაგრძელო ბრძოლა ზუგდიდის სახელით და თუ იტყვიან საოლქო კომისიაში, რომ ვითომ გეგა შენგელიამ მოიგო არჩევნები, მაშინ ჩვენი ბრძოლა გაფართოვდება", - განაცხადა სანდრა რულოვსმა ზუგდიდში ენმ-ის ოფისთან. 

ზუგდიდში დღეს მერის არჩევნები გაიმართა. "ქართული ოცნების" ინფორმაციით, არჩევნები გეგა შენგელიამ მოიგო და ზუგდიდში მეორე ტური არ გაიმართება. ამ ეტაპზე ზუგდიდის ოლქში გამართული არჩევნების საბოლოო შედეგები ცესკო-ს არ გამოუცხადებია. 

"მთავარია, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს“, - ამბობს სანდრა რულოვსი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^