შეკითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული პოლიტიკა ნატოს წევრობის შესახებ გამოკითხულთა 74%-მა დადებითად უპასუხა. მომხრეთა რაოდენობა 2018 წლის დეკემბერში 78% იყო.
2018 წლის დეკემბრის შემდეგ ევროკავშირში გაწევრების მხარდამჭერთა რაოდენობა შემცირდა - NDI
ამავე კვლევის მიხედვით, 2018 წლის დეკემბრის მონაცემებთან შედარებით, ასევე შემცირებულია ევროკავშირში საქართველოს გაწევრების მომხრეთა რაოდენობა.
(NDI) კვლევის თანახმად, 2018 წლის დეკემბრის შემდეგ 6%-ით შემცირდა იმ გამოკითხულთა რაოდენობა, რომელიც ევროკავშირში საქართველოს გაწევრებას უჭერს მხარს.
შეკითხვაზე: მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი? – მიმდინარე წლის აპრილში გამოკითხული რესპონდენტების 77% აცხადებს, რომ „მისაღებია“. 2018 წლის დეკემბერში აღნიშნულ პროცესს მხარდაჭერას 83% უცხადებდა.
საველე სამუშაოების თარიღები: 28 მარტი-15 აპრილი, 2019, ჩატარდა 2,927 პირისპირი ინტერვიუ წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის. კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. საშუალო ცდომილების ზღვარი – +/- 2,3%