Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოსახლეობის 37%-ისთვის არც ერთი პარტია არ დგას მათ შეხედულებებთან ახლოს -NDI

21 მაისი, 2019 11:47

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, მოსახლეობის 37% ამბობს, რომ მათ შეხედულებებთან არც ერთი პარტია არ დგას ახლოს. 

NDI-ს შეკითხვაზე: რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? გამოკითხული ამომრჩევლის 37%-ი პასუხი იყო - არც ერთი პარტია. 

  •  21% -  „ქართულ ოცნება“,
  • 15% - „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა“. 
  • არ ვიცი - 6%,
  • უარი პასუხზე - 6,
  • „ევროპული საქართველო“ - 4%,
  • „პატრიოტთა ალიანსი“ - 3%,
  • სხვა პარტია - 8%

შეკითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? 60% პასუხობს, რომ  გადაწყვეტილი არ აქვს, 34%-ს გადაწყვეტილი აქვს, 4%-მა არ იცის.

შეკითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, მოსახლეობის 65% აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა, ხოლო 35% არ მიიღებდა.

ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა, მათგან 53% ამბობს, რომ  არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემდა ხმას. 

შეკითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას/გაერთიანებას მისცემდით ხმას? გამოკითხული მოსახლეობის (ყველა რესპონდენტის) 27%-მა არ იცის, 17% მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდა, 15% არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას, 14% - ენმ, უარი პასუხზე - 12%; 3% - „ევროპული საქართველო“, „პატრიოტთა ალიანსი“ - 3%, სხვა პარტიას - 6%. არ აქვს მეორე არჩევანი - 29%-ს.

კვლევა 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2.927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის.

გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.NDI-ს კვლევები წარმოებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^