Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გამოკითხულთაგან ყველაზე მეტს, 39%-ს ივანიშვილის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს - კვლევა

21 მაისი, 2019 11:41

NDI-მ საქართველოში საზოგადოების განწყობა გამოიკვლია. 2019 წლის აპრილის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 56% მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. დეკემბერში ასე ფიქრობდა 53%, მარტში - 49%.  

კვლევის იმ ნაწილში, სადაც გამოკითხულები პოლიტიკოსების მიმართ განწყობას გამოხატავენ, ყველაზე მეტი 39% მმართველი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს 21% კი - დადებითს. 

პოლიტიკოსებს შორის ყველაზე მეტი ადამიანი დადებითად არის განწყობილი დავით სერგეენკოსა და კახა კალაძის მიმართ (40-40%) 

კვლევა 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების
ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

13 სექტემბერი
13 სექტემბერი

19 საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდ ...

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო საქართველოს 19 საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდო. ინფორმაციას ამის შესახებ განათლებ ...
13 სექტემბერი
13 სექტემბერი

„ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიის“ მფლობ ...

12 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღისადმი მიძღვნილი პროექტი - „დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“  ...
13 სექტემბერი
13 სექტემბერი

საქართველოს ბანკის პარტნიორობით “უძრავი ...

საქართველოს ბანკის პარტნიორობით, Property Georgia-ს, FIABCI Georgia-ს ინიციატივითა და ორგანიზებით  15-16 ოქტომბერს& ...
^