Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეს არ იყო ქურდული მენტალიტეტის კლიპი, ეს იყო ხუმრობა - მშობელი

21 მაისი, 2019 13:34

დღეს 51-ე საჯარო სკოლის მე-12-კლასელების მშობლებმა ბრიფინგი გამართეს და იმ კლიპთან დაკავშირებით ისაუბრეს, რომელიც მე-12-კლასელებმა სკოლის დამთავრების აღსანიშნავად გადაიღეს. მშობლები ამბობენ, რომ კლიპში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და საზოგადოებამ არასწორად აღიქვა მისი შინაარსი. მათ ასევე უარყვეს, რომ გუშინ 51-ე საჯარო სკოლასთან ინციდენტი აღნიშნულ კლიპს მოჰყვა. 

„პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს არ იყო ქურდული მენტალიტეტის კლიპი. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ხუმრობა. არავის გართულება არ ჰქონია ამ კლიპზე, არც მშობლებს და არავის, ვისაც მასთან შეხება ჰქონდა. კლიპი დევს, ოღონდ, შეცვლილია რამდენიმე სიტყვა, რადგან მოჰყვა დიდი აჟიოტაჟი და ზეწოლა. კერძოდ, ქურდული და ობშიაკი." - განაცხადა დღეს ბრიფინგზე ერთ-ერთმა მშობელმა, რუსუდან ჩაჩანიძემ. 

კლიპი სოცქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა და   დიდი რეზონანსი მოჰყვა საზოგადოებაში.  კლიპის კრიტიკის საგანი, სავარაუდოდ, სიმღერის ტექსტში გამოყენებული სიტყვების გამო გახდა. კლიპში ნახსენები იყო სიტყვები „ობშიაკი“ და „ქურდულად“. კლიპის ავტორი ამბობს, რომ კლიპში გაშარჟებულია „ქურდული მენტალიტეტი“ და საზოგადოებამ არასწორად აღიქვა კლიპის შინაარსი. 

კლიპის ავტორის თქმით, სოციალური ქსელში კლიპის გავრცელებიდან მალევე სკოლის დამრიგებელმა კლასს კლიპის აღება მოსთხოვა. კლიპის ავტორი წერს, რომ „ზეწოლის“ შემდეგ დათმობაზე წავიდნენ. გავრცელებული ვერსია აიღეს youtube -დან და ახალი ვერსიაში მცირე ცვლილებები შეიტანეს. 

„კლიპის ატვირთისთანავე კლასის მოსწავლეები და მე გიორგი ლასარეიშვილი(რეჟისორი) საშინელი ზეწოლის ქვეშ ვართ. გვაიძულებენ, წავშალოთ ვიდეო, რომლისთვისაც დაუზარელად ვიშრომეთ. ზეწოლა უშუალოდ მოდის კლასის დამრიგებლისგან, რომელიც, სავარაუდოდ, ასევე ზეწოლის ობიექტია სკოლის დირექტორისგან და ყველაფერი ჯაჭვურად არის მიბმული. ამ დროის განმავლობაში ყველანაირ ღონეს ხმარობენ, რომ მიზანს მიაღწიონ.

ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, იმ საშინელი რეალობის დამსახურებაა სადაც ვცხოვრობთ, იმ საშინელი სისტემის, რომელიც არა მარტო სკოლებშია, არამედ მთელ ქვეყანაში.

სამწუხაროდ, ჩვენ ყველანაირი რესურსი ამოვწურეთ ამ ბრძოლაში და წავედით გარკვეულ დათმობაზე. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება (კლიპის მონაწილეებთან ერთად), წავშალო 51-ე სკოლის 12/4 კლასის კლიპი ზუსტად იმ ზეწოლის გამო, რომელიც ჩვენზე იყო, მაგრამ ჩვენ არ ვნებდებით და უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ განახლებულ ვერსიას, სადაც მოგვიწევს ჩვენს იდეებსა და სურვილებზე უარის თქმა !“ - წერს გიორგი ლასარეიშვილი. 

"ლიბერალის" სკოლის დირექციასთან დაკავშირებას ცდილობს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^