Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი NDI-ის კვლევაზე: არჩევნებმა აჩვენა, რომ „ოცნებას" დიდი მხარდაჭერა აქვს

21 მაისი, 2019 15:58

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხელისუფლების წარმატებაზე, საქართველოში ვერც ერთმა ხელისუფლებამ, ვერ უნდა მისცეს თავს იმის უფლება, თქვას, რომ ის არის ბოლომდე წარმატებული, სანამ საქართველოში გვაქვს ორი გადაუჭრელი მტკივნეული პრობლემა – ეს არის ოკუპაცია და ეს არის სიღარიბე, –განუცხადა  ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შეფასებისას.

კარგად გვესმის, რომ ბევრი პრობლემაა დაგროვილი. ამავე დროს ვპირდებით საზოგადოებას, რომ ის გზები, რომელიც ჩვენ წარმოგვიდგენია ამ პრობლების გადასაჭრელად, ამას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. არჩევნები გვქონდა ორი დღის წინ. საერთო ჯამში, ჩვენი პოლიტიკური გუნდისადმი ნდობამ შეადგინა 60 პროცენტი. 

ასეთ მათემატიკურ საკითხებზე არ უნდა ვდაობდეთ. ორი დღის წინ საქართველოში იყო არჩევნები, რომელმაც აჩვენა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი უჭერს მხარს. ჩვენ ამავე დროს გააზრებული გვაქვს ყველა ის პრობლემა, რომელიც დგას საზოგადოების წინაშე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

13 სექტემბერი
13 სექტემბერი

19 საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდ ...

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო საქართველოს 19 საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდო. ინფორმაციას ამის შესახებ განათლებ ...
13 სექტემბერი
13 სექტემბერი

„ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიის“ მფლობ ...

12 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღისადმი მიძღვნილი პროექტი - „დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“  ...
13 სექტემბერი
13 სექტემბერი

საქართველოს ბანკის პარტნიორობით “უძრავი ...

საქართველოს ბანკის პარტნიორობით, Property Georgia-ს, FIABCI Georgia-ს ინიციატივითა და ორგანიზებით  15-16 ოქტომბერს& ...
^