Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დააკავეს კაცი, რომელსაც ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი - შსს

22 მაისი, 2019 11:14

შსს-ს ცნობით, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი მუქარის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

„ვაკე-საბურთალოს სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, მოქალაქეს საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩაკეტილი ჰყავდა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, რომლებზეც ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. სამართალდამცველები შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში გამოცხადნენ ადგილზე. პოლიციის არაერთი მოწოდების მიუხედავად, მოქალაქე არ გამოდიოდა კავშირზე და კარს არ აღებდა. ადგილზე გამოძახებულ იქნა სამართალდამცველთა დამატებითი ჯგუფები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებმაც საცხოვრებელ ბინაში სპეცტექნიკის გამოყენებით შეაღწიეს და ზ.ჯ. დააკავეს. დაკავებულის ოჯახს საფრთხე აღარ ემუქრება“,- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და11-პრიმა 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ივნისი
23 ივნისი

„ლიბერალს“ ჟურნალისტები ტოვებენ - სპეცია ...

2019 წლის 7 ივნისს სამმა რედაქტორმა და „ლიბერალის“ ყველა ჟურნალისტმა „ლიბერალის“ მფლობელს და გენ ...
22 ივნისი
22 ივნისი

შსს: დაკავებულთაგან 121 პირს ადმინისტრაც ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 20 ივნისის აქციის მსვლელობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულთაგან 121 პირს შე ...
22 ივნისი
22 ივნისი

ოკუპაცია და 20 ივნისის მოვლენები ესტონეთ ...

დღეს საპროტესტო აქცია, ბერლინის გარდა, ესტონეთში, ქალაქ ტალინშიც გაიმართა.  აქციის მონაწილეებმა 20 ივნისს განვითარ ...
^