Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯერჯერობით საგნის გამოცდაზე 5 000-მდე მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა

23 მაისი, 2019 12:49

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია ამ დროისთვის 25 000-მდე აპლიკანტმა გაიარა.

როგორც შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა, 20 ათასამდე აპლიკანტი პრაქტიკოსი, მოქმედი მასწავლებელია, 5 ათასამდე კი - მასწავლებლობის მსურველი.

 2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისთვის რეგისტრაცია 13 მაისს დაიწყო და 24 მაისს, 18:00 საათზე დასრულდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2019 წლის გამოცდების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებისათვის დარეგისტრირებულ აპლიკანტებს კონსულტაციების გავლას სთავაზობს.

16:00 საათიდან 18:00 საათამდე მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ ცენტრის თანამშრომლებს და უშუალოდ საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებისაგან მიიღონ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები.

შეხვედრები მთელი წინასაგამოცდო პერიოდის განმავლობაში გაიმართება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შენობაში მისამართზე: ე. მინდელის N9.

მინისტრი: სექტემბრიდან უფროს, წამყვან და მენტორ პედაგოგებს ანაზღაურება 150 ლარით გაეზრდებათ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^