Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERA[email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბოლო 5 წელში სატელეფონო მოსმენა ყველაზე მეტჯერ 2018 წელს მოითხოვეს - IDFI

24 მაისი, 2019 14:16

IDFI-ის სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტების, ისევე, როგორც სხვა ფარული საგამოძიებო მოქმედებების რაოდენობა ყოველწლიურად საგრძნობლად იმატებს. 

IDFI-იმ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებსა და კონტრდაზვერვით საქმიანობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის, მედიაში გაჟღერებული ფაქტების, პროაქტიულად გამოქვეყნებული და სხვადასხვა უწყებიდან გამოთხოვილი მონაცემების ანალიზი გამოაქვეყნა. 

მოკვლევამ გამოავლინა: 

- ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების რეგლამენტირებული ხელყოფა, რაც კონსტიტუციით დაცულ უფლებაში არამართლზომიერი და არაპროპორციული ჩარევის საფრთხეს ქმნის. აღნიშნულს ადასტურებს მაკონტროლებელი ორგანოს - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შეჩერების ფაქტები, რაც გამოწვეულია ინსპექტორისთვის ელექტრონული ან/და მატერიალური სახით მოსამართლის განჩინების/პროკურორის დადგენილების წარუდგენლობის ან/და წარდგენილ დოკუმენტებში მონაცემების ბუნდოვანება-უზუსტობით.

- ფარული საგამოძიებო მოქმედებების 2015-2018 წლების რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ სასამართლოებში შესული შუამდგომლობების რაოდენობა ფარულ საგამოძიებო ღონისძიებებზე ყოველწლიურად იზრდება. 2018 წელს კი 2016 წელთან შედარებით გაორმაგებულია სასამართლოში შესული შუამდგომლობების რაოდენობა. გაიზარდა ასევე დაკმაყოფილების წილი 86%-დან 96%-მდე.

- მსგავსი ტენდენციაა სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერასთან დაკავშრებითაც. კერძოდ, 2018 წელს წინა წელთან შედარებით თითქმის ორჯერ გაიზარდა სასამართლოებში განხილული და დაკმაყოფილებული შუამდგომლობების რაოდენობა.

- ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სასამართლოებს სატელეფონო მოსმენის ყველაზე ბევრი მოთხოვნით სწორედ 2018 წელს მიმართეს (ჯამში 1,059 შემთხვევა). ასევე, ამ წელს პირველი ინსტანციის სასამართლოებში წარდგენილი სატელეფონო მიყურადების შუამდგომლობები აღემატება წინა ორი წლის განმავლობაში წარდგენილი შუამდგომლებების ჯამურ მაჩვენებელს, რაც თითქმის გაუტოლდა 2014 წლის შედეგებს.

- გაზრდილია ასევე სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების შუამდგომლობების დაკმაყოფილების წილი. თუ ეს მაჩვენებელი 2014-2016 წლებში 82-86%-ს შორის მერყეობდა, ბოლო ოი წელიწადში მოთხოვნათა დაკმაყოფილების ხარისხმა მოიმატა და 93-94% შეადგინა.

- საგულისხმოა, რომ 2018 წელს წინა წელთან შედარებით, 17-ჯერ გაიზარდა ქურდული სამყაროს წევრობის, კანონიერი ქურდობის დანაშაულის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების განხილული შუამდგომლობების რაოდენობა.

- მედიაში გახმაურებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ბოლო პერიოდში გახშირებულია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო გამოქვეყნება. საზოგადოებას კი დღემდე არ მიწოდებია ინფორმაცია იმ პირთა პასუხისმგებლობის შესახებ, ვინც პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები უკანონოდ დაამზადა ან/და ინტერნეტ სივრცეში ატვირთა და ამგვარად ხელმისაწვდომი გახადა საზოგადოებისთვის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ივნისი
23 ივნისი

„ლიბერალს“ ჟურნალისტები ტოვებენ - სპეცია ...

2019 წლის 7 ივნისს სამმა რედაქტორმა და „ლიბერალის“ ყველა ჟურნალისტმა „ლიბერალის“ მფლობელს და გენ ...
22 ივნისი
22 ივნისი

შსს: დაკავებულთაგან 121 პირს ადმინისტრაც ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 20 ივნისის აქციის მსვლელობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულთაგან 121 პირს შე ...
22 ივნისი
22 ივნისი

ოკუპაცია და 20 ივნისის მოვლენები ესტონეთ ...

დღეს საპროტესტო აქცია, ბერლინის გარდა, ესტონეთში, ქალაქ ტალინშიც გაიმართა.  აქციის მონაწილეებმა 20 ივნისს განვითარ ...
^