Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის 2019 წლის ლაურეატები - სია

24 მაისი, 2019 16:09

2019 წლის 22 მაისს, ბრიუსელში, ევროკავშირის ლიტერატული პრემიის 14 ლაურეატი დაასახელდა. მათ შორის, საქართველოდან - ბექა ადამაშვილი.

ესენი არიან :

ლაურა ფროიდენტალერი (ავსტრია),

პიია ლეინო (ფინეთი),

სოფი დოლი (საფრანგეთი),

რეკა მან-ვარჰეგი (უნგრეთი),

ბექა ადამაშვილი (საქართველო),

ნიკოს ქრისოსი (საბერძნეთი),

იან ქარსონი (ირლანდია),

ჯიოვანი დოზინი (იტალია),

დიანა ოპოლსკაიტე (ლიტვა),

მართა ძიდო (პოლონეთი),

ტატიანა ტიბულეაცი (რუმინეთი),

ივანა დობრაკოვოვა (სლოვაკეთი),

ჰასკა შიანი (უკრაინა) 

მელისა ჰარისონი (გაერთიანებული სამეფო)

ევროკავშირის ლიტერატურული პრემია აჯილდოებს და აღიარებს ლიტერატურული ნიჭით დაჯილდოებულ ახალბედა ავტორებს, ხაზს უსვამს თანამედროვე ევროპული ლიტერატურის სიმდიდრეს და, იმავდროულად, ყურადღებას ამახვილებს კონტინენტის უნიკალურ კულტურულ და ლინგვისტურ მემკვიდრეობაზე. ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის არსებობის 10-წლიანი ისტორიის განმავლობაში დაჯილდოვდა 108 ავტორი 4 ქვეყნიდან. შარშან ევროკავშირის ლიტერატურულმა პრემიამ 10 წლის იუბილე ნოველების კონკურსით, „ევროპული ამბებით“, აღნიშნა. კონკურსში მონაწილეობა შეეძლო წინა წლების ყველა ლაურეატს. თავისი ისტორიის ამ ახალი ციკლის საწყის ეტაპზე, პრემიამ პირველად დაასახელა ლაურეატები საქართველოდან და უკრაინიდან.

ევროკავშირის ლიტერატურული პრემია ტარდება ევროპისა და საერთაშორისო წიგნის გამავრცელებელთა ფედერაციის (EIBF), ასევე, ევროპის მწერალთა საბჭოს (EWC) და ევროპელ გამომცემელთა ფედერაციისაგან (FEP) შემდგარი კონსორციუმის ორგანიზებითა და ევროკომისიის მხარდაჭერით. პრემია ფინანსდება შემოქმედებითი ევროპის მიერ და მონაწილეობა შესაძლებელია ყველა იმ ქვეყნისათვის, რომლებიც მონაწილეობენ კულტურული და შემოქმედებითი სექტორებისათვის ევროკავშირის დაფინანსების ამავე, 2014-2020 წლების პროგრამაში.

ყოველ საკონკურსო წელს თითოეულ მონაწილე ქვეყანაში კომპლექტდება ეროვნული ჟიური ლიტერატურის, საგამომცემლო და წიგნის გავრცელების სფეროს ექსპერტებით.  3-დან 5-მდე ავტორის შერჩევის შემდგომ, თითოეული ეროვნული ჟიური ირჩევს ლაურეატს. გამარჯვებულები ჯილდოვდებიან ფულადი პრიზით, იზრდება მათი ცნობადობა საზღვრებს გარეთ და საერთაშორისო მასშტაბით, რაც იწყება ბრიუსელში დაჯილდოების ცერემონიით და გრძელდება ევროპის მთავარ წიგნის ბაზრობებსა და სხვა ღონისძიებებში ჩართულობით.

დაჯილდოების ცერემონია, ყველა გამარჯვებული ავტორის მონაწილეობით, გაიმართება 2019 წლის 2 ოქტომბერს, ბოზარში, ბრიუსელში.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ:

პრემიის ვებგვერდი: http://www.euprizeliterature.eu/

Twitter: http://twitter.com/euplprize

Facebook-ის გვერდი:  http://www.facebook.com/pages/European-Union-Prize-for-Literature/201625279911585 

Instagram-ის გვერდი: https://www.instagram.com/euplprize/

ევროკავშირის კულტურული პორტალი: http://ec.europa.eu/culture/index_en.htm

შემოქმედებითი ევროპის პროგრამა: http://ec.europa.eu/programmes/creative-europe/index_en.htm

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

13 სექტემბერი
13 სექტემბერი

19 საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდ ...

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო საქართველოს 19 საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდო. ინფორმაციას ამის შესახებ განათლებ ...
13 სექტემბერი
13 სექტემბერი

„ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიის“ მფლობ ...

12 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღისადმი მიძღვნილი პროექტი - „დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“  ...
13 სექტემბერი
13 სექტემბერი

საქართველოს ბანკის პარტნიორობით “უძრავი ...

საქართველოს ბანკის პარტნიორობით, Property Georgia-ს, FIABCI Georgia-ს ინიციატივითა და ორგანიზებით  15-16 ოქტომბერს& ...
^