Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სტუდენტი ვერსიას, რომ ლექტორს ტელეფონი გაუტეხეს არ გამორიცხავს - ადვოკატი

24 მაისი, 2019 19:10

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსელი, რომელიც ლექტორს ომარ მახარაძეს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს დღეს უნივერსიტეტში დისციპლინური საბჭოს კომისიის წევრებმა გამოკითხეს. 

საბჭოს სხდომაზე სტუდენტი ახალ ადვოკატთან ზაზა პაპიძესთან ერთად მივიდა. ის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელთან ერთად არ მისულა სხდომაზე. 

ზაზა პაპაიძის თქმით, როგორც კომისიაზე ისე სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გოგონას ინტერესებს ის დაიცავს. ამის შესახებ მან "ლიბერალს" განუცხადა. "განსხვავებით საიასგან მე არ შემითავაზებია ჩემი თავი. მიმიწვია თავად და სისხლის სამართლის საქმეზეც მე დავიცავ მის უფლებებს" - განაცხადა ზაზა პაპიძემ. 

მისივე თქმით, დღეს საბჭოს სხდომაზე არაერთი კითხვა დაისვა, მათ შორის მის მარწმუნებელს ჰკითხეს აზრი ვერსიაზე, რომელსაც ბრალდების ადრესატი აცხადებს. კერძოდ, ომარ მახარაძე ამბობს, რომ მას სავარაუდოდ, ტელეფონი გაუტეხეს. 

ზაზა პაპიძის თქმით, სტუდენტმა დისციპლინური საბჭოს სხდომაზე ეს ვერსია არ გამორიცხა. 

"არ გამორიცხავს ამ ვერსიასაც, იმიტომ რომ ისეთი საუბარი იყო -  ქუჩური, ჟარგონული სიტყვები ჭარბობდა და ეს ეჭვი კი გაჩნდა, რომ ლექტორი და პროფესორი იმ ენაზე არ საუბრობს. ყველა კუთხით იქნა საქმე დანახული სადისციპლინო საბჭოს სხდომაზე. ყველა კუთხიდან შევხედეთ საქმეს, როგროც ეთიკის კომისიის წევრებმა ისე ჩვენ. ახლა მიმდიანრეოს მოკვლევა და წინასწარ არაფრის თქმა არ შეგვიძია. ყველაგან მე დავიცავ, ასე ვართ შეთანხმებული." - განუცხადა ლიბერალს ზაზა პაპიძემ. 

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი ამბობს, რომ ტელეფონი გაუტეხეს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^