Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სააგენტო მუზეუმ-ნაკრძალების ტერიტორიაზე ვიზიტორებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს

29 მაისი, 2019 11:35

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ზაფხულის სეზონზე მუზეუმ-ნაკრძალების ტერიტორიაზე ვიზიტორებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს და სააგენტო მათ დადგენილი მარშრუტებით სარგებლობას სთხოვს. 

„ფიზიკური ტრამვის პრევენციის მიზნით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სტუმრად მყოფ თანამოქალაქეებსა და უცხოეთის ქვეყნების მოქალაქეებს სააგენტო უსაფრთხოების წესების დაცვას სთხოვს. 
მუზეუმ-ნაკრძალების ტერიტორიის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურული ელემენტებით აღჭურვისა და ადმინისტრაციებში „საიტ-მენეჯერებისა“ და მეთვალყურეების არსებობის მიუხედავად, საფორტიფიკაციო დანიშნულების არქიტექტურულ კომპლექსებსა და „კლდის ძეგლებზე“ (უფლისციხე, ვარძია, დავით გარეჯის კომპლექსი...) არსებობს ტრამვული დაზიანების მიღების რისკი, რაც ვიზიტორთა ჯგუფების ხელმძღვანელ პირებს და გიდებს მეტ ვალდებულებას აკისრებს. 

მუზეუმ-ნაკრძალების არეალში სტუმრად მყოფ ტურისტებს, მოზარდთა ჯგუფებს და მათ ხელმძღვანელებს სააგენტო უპირატესად დადგენილი მარშრუტებით სარგებლობას სთხოვს.

მუზეუმ-ნაკრძალების ტერიტორიებზე ვიზიტორთა მხრიდან უსაფრთხოების წესებისა და განსაზღვრული მარშრუტების უგულებელყოფის პირობებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო შესაძლო უბედურ შემთხვევებზე პასუხისმგებლობას მოიხსნის“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^