Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო► „თავისუფლება აფგან მუხთარლის“ - აზერბაიჯანელმა აქტივისტებმა თბილისში აქცია გამართეს

29 მაისი, 2019 17:52

„თავისუფლება აფგან მუხთარლის“, „ჟურნალისტიკა კრიმინალი არ არის“ -  აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გაუჩინარებიდან 2 წლისთავზე თბილისში აქცია გაიმართა.

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტებმა, ბლოგერებმა და აქტივისტებმა მუხთარლის საქმე გააპროტესტეს და ჟურნალისტის გათავისუფლება მოითხოვეს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ჟურნალისტი თურალ ქურბანლი „ლიბერალთან“ ჰყვება, რომ აფგან მუხთარლის გატაცება აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობამ დაგეგმა. ჟურნალისტი ქართულმა სპეცსამსახურებმა მოიტაცეს და სწორედ ამიტომ მართავენ ისინი აქციას თბილისში.

„აფგან მუხთარლი გაიტაცა საქართველოს ხელისუფლებამ. ეს იყო ივანიშვილისა და ალიევის მიერ დაგეგმილი. ალიევს არ ანაღვლებს საქართველოს რეპუტაცია, მაგრამ რას აკეთებს ივანიშვილი? რატომ არ მიმართავს აზერბაიჯანის ხელისუფლებასა და ალიევზე ზეწოლას?“, - ამბობს თურალ ქურბანლი „ლიბერალთან“.

აქტივისტ ილქინ რუსტემზადეს თქმით, ახლა აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა აზერბაიჯანში პოლიტიკური პატიმრების ჯანმრთელობის უფლებას უგულებელყოფენ.

„ყოველთვის, როცა აზერბაიჯანელ პოლიტიკურ პატიმრებს აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, ხელისუფლება უარს ამბობს ნებისმიერ სამედიცინო მომსახურებაზე. და ახლა ჩვენ ვართ აქ, რომ ვისაუბროთ აფგანის საქმეზე და ვაჩვენოთ მსოფლიოს, საერთაშორისო ორგანიზაციებს აფგან მუხთარლის საქმის მნიშვნელობა“, - ამბობს ილქინ რუსტემზადე „ლიბერალთან“.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს თბილისში გაუჩინარდა. მეორე დღეს კი გაირკვა, რომ ბაქოში ჰყავდათ დაკავებული. მუხთარლის პასპორტი თბილისში, მის ცოლს ჰქონდა. თავად ჟურნალისტმა კი თქვა, რომ ის პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა პირებმა გაიტაცეს.

აფგან მუხთარლის აზერბაიჯანის სასამართლომ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდისა და ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 6-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. მუხთარლი, რომელსაც აზერბაიჯანში დევნიდნენ, ცოლთან ერთად თბილისს თავს 2 წლის განმავლობაში აფარებდა და აქ მუშაობდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^