Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უდანაშაულო ბიჭის ციხეში ჩასმა როგორ უნდა, მაგას ვნახავთ - მიხეილ კალანდიას ძმა

04 ივნისი, 2019 13:52

დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ძმა, ლუკა კალანდია ამბობს, რომ მის ძმას დანა საერთოდ არ სჭერია.

„ბიჭი უდანაშაულოა. უდანაშაულო ბიჭის ციხეში ჩასმა ამ ბრალდებით, როგორ უნდა, ამას ვნახავთ. ეს ქვეყანა ჩალით არ არის დახურული. ზაზა სარალიძეს მოვკითხოთ, რომელმაც ასევე ძალიან კარგად იცის, რომ მიხეილ კალანდია, ალბათ, უდანაშაულოა“, - ამბობს „ტვ პირველთან“ ლუკა კალანდია. 

კომენტარს აკეთებს მიხეილ და ლუკა კალანდიების მამა თენგიზ კალანდია: „მტკიცებულება, რომ ყოფილიყო წელიწად-ნახევარი არ დაიჭერდნენ?! აქ პოლიტიკური ინტერესია".

თენგიზ კალანდია ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით იყო დაკავებული, მოგვიანებით აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა და საპატიმრო დაწესებულებიდან აგვისტოს ბოლოს გაათავისუფლეს.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის დაფარვაში მამასთან ერთად არის ბრალდებული ლუკა კალანდია.

ის 21 წელს მიღწეული არ არის და მასზე საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება არ არის გამოყენებული. ლუკა კალანდია სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენის ბრალდებით, მოსამართლის განჩინებით მიხეილ კალანდია დააკავა. 

დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ჩადენილი მკვლელობა.

კალანდიას დაკავებას წინ უძღოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი, რომლის თანახმად, დავით სარალიძის განზრახ მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ ჯგუფურად, სხვა დაუდგენელ პირებთან  ერთად.

მოსამართლე: სარალიძის განზრახ მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ, დაუდგენელ პირებთან ერთად

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^