Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქანთარია: თუ პროექტს ამ სახით დავტოვებთ, ექსკურსიებისთვის მძღოლი სანთლით საძებნი იქნება

04 ივნისი, 2019 19:46

„თუ პროექტს ამ სახით დავტოვებთ, მძღოლი სანთლით საძებნელი იქნება ან ისეთ ფასს დაადებს, რომ სკოლას გადახდა გაუჭირდება და საჭესთან დირექტორი დაჯდება", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სასკოლო ღონისძიებების დროს სკოლის მოსწავლეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით უსაფრთხო გადაყვანის მიზნით მომზადებულ კანონპროექტს განიხილავდნენ.

„პრინციპებზე გეთანხმები, რომ რეგულაციები უნდა გამკაცრდეს, ავტობუსი უნდა იყოს მწყობრში და თუ დიდ მანძილზე მიდის, თან სათადარიგო მძღოლი ახლდეს, მაგრამ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით მაქვს კითხვები - თუ პროექტს ამ სახით დავტოვებთ, მძღოლი სანთლით საძებნი იქნება ან ისეთ ფასს დაადებს, რომ სკოლას გადახდა გაუჭირდება და საჭესთან დირექტორი დაჯდება. ექსკურსია ბავშვებისთვის აუცილებლია და მას ვერ ავკრძალვათ. თუ მძღოლმა ყოველ 10 დღეში ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის ასაღებად უნდა ირბინოს, ბუნებრივია, იტყვის, რომ მას ამის გაკეთება არ უღირს. საქართველოში არ მინახავს ავტობუსი უკანა ხედვის საშუალებებით - პრობლემა ესეც შეიძლება გახდეს. რაკი ასეთი კანონის მიღება სპეციალურად ექსკურსიებისთვის ხდება, უნდა ვიფიქროთ, რომ განათლების სამინისტროს აიპ-ი შეიქმნას, სადაც იქნებიან შესაბამისი კვალიფიკაციის მძღოლები და ეყოლებათ ავტობუსები. ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მძღოლის ფასიც იქნება ძალიან დიდი“, - განაცხადა ქანთარიამ საკომიტეტო განხილვისას.

კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, „შემოთავაზებული რეგულაციები გააძვირებს ბავშვთა გადაყვანას ექსკურსიების დროს, მაგრამ ბავშვების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ძვირფასი არაფერი არსებობს“.

სასკოლო ღონისძიებების დროს სკოლის მოსწავლეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით უსაფრთხო გადაყვანის მიზნით კანონპროექტი მომზადდა, რომლითაც კანონმდებლების მოსაზრებით, მაქსიმალურად შემცირდება სასკოლო ღონისძიებისას სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირების დროს უბედური შემთხვევის რისკი.

მარიამ ჯაშის მთავარ გამოწვევად ასევე მიაჩნია ამავე პრინციპების გავრცელება რეგულარულ სასკოლო სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელის ქვეყნის მასშტაბით ათიათასობით მოსწავლეს ემსახურება. „შემდეგ ეტაპზე აუცილებლად იქნება ეს საკითხი დასაყენებელი“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ. მისი მოსაზრებით, რეგულაციები უნდა დაწესდეს ასევე სახელოვნებო და სპორტული ღონისძიებების დროს მოსწავლეთა გადაყვანისთვისაც.

კანონპროექტის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელიც სკოლის მიერ ორგანიზებული ღონისძიებისას უზრუნველყოფს სკოლის მოსწავლეების გადაყვანას, ვალდებული იქნება, იქონიოს ცნობა ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შესახებ, რომლის გაცემის თარიღსა და სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღს შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იქნეს შიდა და გარე ხედვის კამერებით, ცეცხლმქრობითა და პირველადი დახმარების ჩანთით. 

ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალების თითოეული სავარძელი უნდა იყოს აღჭურვილი უსაფრთხოების ღვედით; მგზავრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ქარხნული წესით დადგენილი სავარძლების რაოდენობას. იმ შემთხვევაში, თუ სასკოლო ღონისძიების მარშრუტი აღემატება 500 კილომეტრს, ძირითად მძღოლს თან უნდა ახლდეს სათადარიგო მძღოლი. ამასთან, როგორც ძირითად, ისე სათადარიგო მძღოლს უნდა გააჩნდეს შესაბამისი კატეგორიის მართვის უფლება. მოპოვებული უნდა ჰქონდეს სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღამდე არანაკლებ 5 წლით ადრე. მძღოლი ვალდებული იქნება სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეთა გადაყვანისას წარმოადგინოს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^