Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჟურნალისტი ამბობს, რომ გორში პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

10 ივნისი, 2019 12:43

წუხელ გორთან, ავტობანზე პოლიციის მანქანა ამოტრიალდა. Qartli.ge-ის ინფორმაციით, ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი შემთხვევის ადგილთან ფოტო და ვიდეო მასალის გადასაღებად მივიდა, რა დროსაც  ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

,,როგორც კი გადმოვედი მანქანიდან, ჩემკენ წამოვიდნენ. ვცადე იმ ადგილამდე მისვლა, საიდანაც ხილვადობა კარგი იყო. ბორდიურსა და მანქანებს შორის მივდიოდი. თავს 10-მდე პოლიციელი დამესხა. ერთმა ტელეფონის წართმევა სცადა, მეორემ ხელი მკრა და ბეჭებში ჩამარტყა. დანარჩენებმა ძალის გამოყენებით დამატოვებინეს ტერიტორია. ამის შემდეგ წამოვედი, ავტობანის მეორე მხარეს  გადავედი გვირაბთან, შემოვუარე და მეორე ხიდიდან დავიწყე გადაღება. მეორე ხიდზე ვეღარ მომიახლოვდებოდნენ. ხიდიდან ხიდზე ვერ გადმოხტებოდნენ", - აცხადებს ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი.

მისივე თქმით, ერთ-ერთმა პოლიციელმა მობილური ტელეფონის წართმევაც სცადა. მას პროფესიული საქმიანობის შესრულების უფლება შიდა ქართლის შს სამმართველოს თანამშრომლებმა არ მისცეს.

ჟურნალისტის გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ პოლიციელები მას მუშაობაში ხელს უშლიან. გამოცემის ინფორმაციით, ვიდეომასალა გენერალურ ინსპექციას წარედგინება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^