Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პოლიციამ აგარაში კაცის მკვლელობისა და ქალის მკვლელობის მცდელობის ბრალდებული დააკავა

10 ივნისი, 2019 13:29

პოლიციამ დაბა აგარაში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტები გახსნა  და 1 პირი დააკავა. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და ქარელის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული ა.ხ. განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაბა აგარაში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1978 წელს დაბადებულ ზ.გ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ, ა.ხ.-მ იმავე ცივი იარაღის გამოყენებით, მეუღლეს - 1970 წელს დაბადებული ლ.დ.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში სხეულზე დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია. გამოძიება განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის და ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, "- ამბობენ შსს-ში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 აგვისტო
20 აგვისტო

ლევან ვასაძის პასუხი „თედოს ჩივილზე"

ლევან ვასაძე ამერიკელ იურისტ თედ ჯონასს, რომელსაც მის წინააღმდეგ მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეაქვს, ვიდეომიმართვით პა ...
20 აგვისტო
20 აგვისტო

„რუსთავი 2-ის" გათავისუფლებულ თანამშრომლ ...

ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები ნოდარ მელაძე, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი და ნ ...
20 აგვისტო
20 აგვისტო

„რუსთავი 2-ის“ ყოფილი მფლობელები საჯარო ...

ლევან და გიორგი ყარამანიშვილები იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრს სასამართლოში უჩივიან. „რუსთავი 2"-ი ...
^