
ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს, - ინფორმაცია „ლიბერალს" ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ დაუდასტურა.
როსტოშვილი მსჯავრდებული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობს. მას 2017 წლის მარტში 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და მასთან ერთად მყოფ კურტანიძეს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA აღმოაჩნდათ.
2017 წლის 5 ივნისს როსტოშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რომლის საფუძველზეც მას სასჯელის ვადა შეუმცირდა და 3 წელი განესაზღვრა. გარდა ამისა, როსტოშვილს 40 ათასი ლარი ჯარიმის გადახდა და პირობითი სასჯელი დაეკისრა.