Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საგამოძიებო სამსახური: სამმა პირმა 30 მლნ ლარზე მეტი ყალბი საგადასახადო დოკუმენტები შექმნა

11 ივნისი, 2019 12:56

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ დაიწყეს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, დიდი ოდენობით არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში  დაარეგისტრირეს კომპანიები, რის შემდეგაც, დაამზადეს და გამოიყენეს ყალბი საგადასახადო დოკუმენტები. თითქოსდა, ხდებოდა სხვადასხვა დასახელების საქონლის მიწოდება, რა გზითაც, ხელოვნურად შეიქმნეს  ყალბი აქტივი დამატებული ღირებულების გადასახადში. აღნიშნული აქტივი შემდგომში გამოყენებული იქნა მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულებებისა და საქართველოში იმპორტირებული საქონლის განბაჟებისათვის განკუთვნილი გადასახადების გადახდისათვის“,- ნათქვამია განცხადებაში. 

უწყების ცნობით, ბრალდებულების მიერ ფიქტიურად შექმნილი აქტივის ოდენობა 30 000 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ივნისი
23 ივნისი

„ლიბერალს“ ჟურნალისტები ტოვებენ - სპეცია ...

2019 წლის 7 ივნისს სამმა რედაქტორმა და „ლიბერალის“ ყველა ჟურნალისტმა „ლიბერალის“ მფლობელს და გენ ...
22 ივნისი
22 ივნისი

შსს: დაკავებულთაგან 121 პირს ადმინისტრაც ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 20 ივნისის აქციის მსვლელობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულთაგან 121 პირს შე ...
22 ივნისი
22 ივნისი

ოკუპაცია და 20 ივნისის მოვლენები ესტონეთ ...

დღეს საპროტესტო აქცია, ბერლინის გარდა, ესტონეთში, ქალაქ ტალინშიც გაიმართა.  აქციის მონაწილეებმა 20 ივნისს განვითარ ...
^