
პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია. თოლორაია აღნიშნულ თანამდებობაზე 6 წლის ვადით აირჩიეს.
სახელმწიფო ინსპექტორის არჩევა პირდაპირ კენჭისყრით მოხდა . კანდიდატებისთვის პლენარულ სხდომაზე არ მოუსმენიათ.
ლონდა თოლორაია მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის პოსტს იკავებდა. ხოლო სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობას თამარ ქალდანი იკავებდა. თამარ ქალდანს თანამდებობაზე 3 ივლისს ეწურება ვადა.