Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ირაკლი ოქრუაშვილმა ახალი პოლიტიკური მოძრაობა დააფუძნა

11 ივნისი, 2019 16:13

ირაკლი ოქრუაშვილმა თანამოაზრეებთან ერთად ახალი პოლიტიკური მოძრაობა დააფუძნა. პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. დამფუძნებლების თქმით, იქმნება საინიციატივო ჯგუფი, რომელიც დააფუძნებს საერთო ეროვნულ მოძრაობას სახელწოდებით - „გამარჯვებული საქართველო“. მათი თქმით, მოძრაობა 2020 წლის არჩევნებისთვის მოემზადება. 

„საქართველო ისევ გზაგასაყარზე დგას, ერთი გზა, რომლესაც ხელისუფლება და მისი თავიკაცი გვთავაზობს, მიემართება ბნელ საკუჭნაოში, რომელშიც ბატონობს უმეცრება, უიმედობა, სიცრუე, სულმოკლეობა, სიძულვილი, დასმენა, სოციალური და პოლიტიკური რასიზმი, სადაც ეროვნული ინტერესი პირადი ინტერესითაა ჩანაცვლებული, სადაც სახელმწიფო იმართება ერთი ადამიანის სურვილით და არა კანონით, სადაც ღირსებას ვერცხლით წონიან, ამიტომ ჩვენ და ჩვენი თანამოაზრეები გთავაზობთ მეორე გზას, სადაც ჩვენს ქვეყანას ექნება განვითარების პერსპექტივა, სადაც საქართველო დაიბრუნებს კავკასიის მედროშის პოზიციას. სადაც ხალხი დაპურდება, სადაც სამართალი იზეიმებს, სადაც აზდაკი დაამარცხებს მურუსიძეს", - განაცხადა მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გუბაზ სანიკიძემ.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^