Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მაიკ პომპეო: დღეს მოვუწოდე საქართველოს, გააუმჯობესოს სასამართლო სისტემა

11 ივნისი, 2019 22:12

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მოუწოდა საქართველოს, გააუმჯობესოს სასამართლო სისტემა. ამის შესახებ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრა.

„დღევანდელი საუბრისას მოვუწოდე საქართველოს, გააუმჯობესოს სასამართლოს სისტემა და უზრუნველყოს, რომ მისი დემოკრატია გულისხმობდეს თავისუფალსა და სამართლიან არჩევნებს.

პრემიერ-მინისტრთან საუბრისას ასევე მქონდა შანსი, განმეხილა საქართველოს პარლამენტის პასუხისმგებლობა და დავრწმუნებულიყავი, რომ სახელმწიფო სააგენტოები მუშაობენ კანონიერად და ასრულებენ იმას, რასაც საკუთარ მოქალაქეებს დაჰპირდნენ“, - განაცხადა მაიკლ პომპეომ.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდება. მაიკ პომპეოს შემდეგ დღეს ბახტაძე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ჯონ ბოლტონსაც შეხვდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ივნისი
23 ივნისი

„ლიბერალს“ ჟურნალისტები ტოვებენ - სპეცია ...

2019 წლის 7 ივნისს სამმა რედაქტორმა და „ლიბერალის“ ყველა ჟურნალისტმა „ლიბერალის“ მფლობელს და გენ ...
22 ივნისი
22 ივნისი

შსს: დაკავებულთაგან 121 პირს ადმინისტრაც ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 20 ივნისის აქციის მსვლელობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულთაგან 121 პირს შე ...
22 ივნისი
22 ივნისი

ოკუპაცია და 20 ივნისის მოვლენები ესტონეთ ...

დღეს საპროტესტო აქცია, ბერლინის გარდა, ესტონეთში, ქალაქ ტალინშიც გაიმართა.  აქციის მონაწილეებმა 20 ივნისს განვითარ ...
^