Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს არ მოაკლდება აშშ-ის მხარდაჭერა NATO-ში გაწევრების გზაზე - სახელმწიფო მდივანი

11 ივნისი, 2019 22:34

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს თქმით, აშშ-ის ხელისუფლება გააგრძელებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრებისთვის.

პომპეოს თქმით, საქართველოს ძალისხმევა სამშვიდობო მისიებში მონაწილეობასა და NATO-ს სამხედრო ძალებთან ინტეგრაციაში, აძლევს საშუალებას პრეზიდენტ ტრამპისა და აშშ-ის მთელი მთავრობის სახელით განაცხადოს, რომ საქართველოს არ მოაკლდება ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა NATO-ში გაწევრების გზაზე.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, საქართველო თავის მხრივ პირნათლად ასრულებს ტრამპის მოწოდებას მეტი ძალისხმევა გამოიჩინოს მსოფლიოს ტყველა ერმა ტერორიზმისა და გლობალური გამოწვევების დაძლევაში.

ამასთან ერთად, საქართველო მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტს ხარჯავს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში, რაც პომპეოს თქმით, ტრამპის კიდევ ერთი მოწოდებაა პარტნიორი ქვეყნებისადმი.

„საქართველო ამ მოწოდებას პირნათლად ასრულებს ავღანეთში ტერორიზმთან ბრძოლის კონტექსტში. ახლა, როცა თქვენს წინაშე ვსაუბრობ, 32-მა მამაცმა ქართველმა მეომარმა იცის, რომ ყველაფერი გაიღეს, რათა ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად მხარდამხარ ებრძოლათ იქ. 870 ქართველი ჯარისკაცი მსახურობს NATO-ს სამშვიდობო მისიაში.

ავღანეთის გარდა, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისმა ძალებმა ს ჯარებთან ინტეგრაცია უნაკლოდ მოახდინონ. ამ მიმართულებით დამატებითი წინსვლა ჩვენს სტრატეგიულ მიზნებსაც განამტკიცებს, რადგან ალიანსი განაგრძობს საქართველოსთან თანამშრომლობას შავი ზღვის რეგიონში“, - განაცხადა მაიკ პომპეომ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^