Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხელოვნური ინტელექტი, მათემატიკა, ალგორითმები და ფორმულები vs მოსამართლეობის რომელ კანდიდატებს წარუდგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარლამენტს დასამტკიცებლად?

12 ივნისი, 2019 12:49

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 07 ივნისს, საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია და კანდიდატთა ბიოგრაფიები.

პროფესორ გიორგი თუმანიშვილის თქმით, ,,მრავალი წლის განმავლობაში, მოსამართლეთა შერჩევა ხორციელდებოდა ყოვლად არაგამჭვირვალე სისტემით, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ ჰქონდა ვალდებულება დაესაბუთებინა თუ რატომ არჩევს ამა თუ იმ კონკრეტულ პირს და რომელი კრიტერიუმით ან რამდენი ქულით აღმოჩნდა ეს პირი სხვაზე წარმატებული’’.

იმისათვის, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ ჰქონდეს შესაძლებლობა ყოვლად სუბიექტურად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დაასახელოს მისთვის ხელსაყრელი ადამიანები, პროფესორმა თუმანიშვილმა შექმნა ხელოვნური ინტელექტი, რომელმაც შეისწავლა კანდიდატები, მათი ბიოგრაფიები და ყველა ის დოკუმენტი, რომელიც ხელმისაწვდომია ინტერნეტში. ცდომილება მოპოვებულ და დამუშავებულ მონაცემებს შორის თუმანიშვილის მტკიცებით მინიმალურია და დაკავშირებულია ინფორმაციის არარსებობასთან ინტერნეტში, ან ამ ინფორმაციის არსებობასთან იმ ფორმით, რომელიც არააღქმადია ალგორითმისთვის, მაგალითად ტექსტის სურათი.

იმ შემთხვევაში თუ ნებისმიერი პირი აღმოაჩენს რაიმე უზუსტობას, თუმანიშვილმა საზოგადოებას თხოვა რომ აცნობონ ამის შესახებ პირადად და იგი შეიტანს შესაბამის ცვლილებებს.

პროფესორმა გაასაჯაროვა ფაილები, რომლებშიც თითოეული კრიტერიუმის მიხედვით განსაზღვრულია შესაბამისი შეფასებები. ,,ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაეცნოს ფაილს და თავად, დამოუკიდებლად განახორციელოს კალკულაციები.’’ წერს თუმანიშვილი.

დამატებითი ინფორმაცია მისაწვდომია აქ:

ფაილი დამუშავებული მონაცემებით იხილეთ აქ:

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 აგვისტო
20 აგვისტო

ლევან ვასაძის პასუხი „თედოს ჩივილზე"

ლევან ვასაძე ამერიკელ იურისტ თედ ჯონასს, რომელსაც მის წინააღმდეგ მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეაქვს, ვიდეომიმართვით პა ...
20 აგვისტო
20 აგვისტო

„რუსთავი 2-ის" გათავისუფლებულ თანამშრომლ ...

ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები ნოდარ მელაძე, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი და ნ ...
20 აგვისტო
20 აგვისტო

„რუსთავი 2-ის“ ყოფილი მფლობელები საჯარო ...

ლევან და გიორგი ყარამანიშვილები იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრს სასამართლოში უჩივიან. „რუსთავი 2"-ი ...
^